სასამართლო

განათლება

უსაფრთხოება

თავდაცვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურა

გადასახადები

საბანკო რეგულაციები

საპენსიო სისტემა

მონეტარული პოლიტიკა

დეცენტრალიზაცია და ტერიტორიული მოწყობა

მეცნიერება, კულტურა, სპორტი

ჯანდაცვა

ენერგეტიკა

საბანკო კრედიტის თავისუფლება

მალე დაემატება

პრობლემა 1

რეგულაციები დოლარის გამოყენების შესაზღუდად.  საბანკო პროდუქტებზე დაწესებულია შეზღუდვები: აკრძალულია უცხოურ ვალუტაში 200 000  ლარზე ნაკლები მოცულების სესხების გაცემა; დასაბუთებული შემოსავალის გარეშე დაკრედიტება შეზღუდულია ( სესხები,  განვადება); დაწესებულია სესხის მომსახურების კოეფიციენტი; შეზღდულია სესხის ვადები (სამომხმარებლო  სესხის მაქსიმალური ვადა 3 წელი,  იპოთეკური სესხის ( უცხოურ ვალუტაში)  მაქსიმალური ვადა 10  წელი). შედეგად, მცირე ბიზნესისა და დაბალშემოსავლიანი ფიზიკური პირების დაკრედიტების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია; ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხი მაღალ საპროცენტო განაკვეთს და სასესხო შეთანხმების არასტაბილურ პირობებს გულისხმობს;  მთელ რიგ შემთხვევებში შეუძლებელია სესხის გამცემმა შესთავაზოს მომხმარებელს საკრედიტო რესურსი მისთვის სასურველ სხვადასხვა ვალუტაში; ხელს უშლის არასტაბილური/არარეგულარული ფინანსური შემოსავლის მქონე/მიმღებ პირებს ჰქონდეთ წვდომა საკრედიტო რესურსებზე;  ფინანსური ტრანზაქციები ძვირდება და რთულდება,  რაც დამატებითი წნეხია მომხმარებლისთვისაც და ფინანსური ინსტიტუტისთვისაც.

განსხვავებულია სარეზერვო მოთხოვნა დეპოზიტებზე ლარსა და უცხოურ ვალუტაში.  ლარში მოზიდულ რესურსზე სარეზერვო მოთხოვნა არის 5%, ხოლო უცხოურ ვალუტაში 10% დან 25%- მდეა, დამოკიდებულია ცალკეული საფინანსო ინსტიტუტის დეპოზიტების დოლარიზაციის ხარისხზე. ასეთი პოლიტიკა დოლარში სესხების გაცემის მომგებიანობას ამცირებს, ამიტომ ბანკი საპასუხოდ ან არ გასცემს ასეთ სესხს,  ან გასცემს უფრო მაღალ პროცენტში.  პარალელურად,  ბანკებს დოლარის დეპოზიტების საჭიროებაც უმცირდებათ.

პრობლემა 2

ონლაინ სესხების რეგულირება -  ბანკებისათვის, მიკროსაფინანსოებსა და ონლაინ გამსესხებლებისათვის სესხებზე მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 %- ით განისაზღვრა,  რამაც ფაქტობრივად ონლაინ სესხების ბიზნეს მოდელი ჩამოშალა.

პრობლემა 3

საქართველო არ არის მიმზდიველი უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისთვის.

ფინანსური თავისუფლების დებულების შემოღება, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების აქტის შემადგენელი ნაწილი იქნება:

ფულად-საკრედიტო ბაზრის გათავისუფლება სახელმწიფო რეგულატორული წნეხისგან და ამ გზით ფინანსურ ბაზარზე მოქმედი მეწარმეებისა და მათი სერვისების/პროდუქტების მომხმარებლების ინდივიდუალური ეკონომიკური ინტერესების თავისუფალი განხორციელების შესაძლებლობა;

დამცავი მექანიზმი მომავალში სახელმწიფოს ან/და მარეგულირებელი სტრუქტურების მიერ მიღებული რეგულაციებისგან;

საკრედიტო პროდუქტებსა და სერვისებზე საპროცენტო განაკვეთის და სხვა პარამეტრების (ვადა, მოცულობა, უზრუნველყოფის ტიპი და სხვ.) თავისუფლება როგორც ლარში ისე უცხოურ ვალუტაში შეთავაზებულ პროდუქტებზე;

საფინანსო ინსტიტუტის ავტონომიურობის გარანტი და სამომავლო პოლიტიკური თუ საგადასახადო წნეხისგან დაცვა საკრედიტო ტრანზაქციებში ვალუტის არჩევის თავისუფლება;

უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების 200 000 ლარიანი ქვედა ზღვრის გაუქმება;

დასაბუთებული შემოსავლის გარეშე სესხის გაცემაზე შეზღუდვის გაუქმება - საფინანსო ინსტიტუტი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას დაკრედიტების კრიტერიუმების თაობაზე;

სესხის მომსახურების კოეფიციენტი უნდა იყოს საფინანსო ინსტიტუტის მიერ განსაზღვრული და არა სებ-ის მიერ, შესაბამისად ეს რეგულაცია უნდა გაუქმდეს;

სესხის ვადის ზედა ზღვარი უნდა გაუქმდეს და თავად საფინანსო ინსტიტუტმა გადაწყვიტოს მომხმარებლის და რისკების შესწავლის შედეგად სესხის პარამეტრები. 

რეგულატორი არ უნდა ქმნიდეს ლარიზაციის ხელოვნურ სტიმულებს.

ფინანსური ინსტიტუტი თავისუფალი უნდა იყოს განსაზღვროს საბანკო კრედიტის გაცემის ფორმა და პირობები.  აღნიშნული ჩანაწერი გათვალისწინებულ
იქნას ფინანსური თავისუფლების დებულებაში.

უცხოური ფინანსური ინსტიტუტების ლიცენზირების პროცედურების გამარტივება: OECD-ის წევრ ქვეყნებში ლიცენზიის მქონე ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტს მიეცეს უფლება გამარტივებული წესით შემოვიდეს საქართველოს ბაზარზე (ელექტრონული აპლიკაციის/განაცხადის ფორმის საფუძველზე).

*რა თქმა უნდა, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაუმჯობესება მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტების ლიცენზირების პროცედურების გამარტივების შედეგად არ მიიღწევა. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია: დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა და ლიბერალური ეკონომიკური და ფისკალური რეფორმების გატარება.
 

მალე დაემატება

მალე დაემატება