სასამართლო

განათლება

უსაფრთხოება

თავდაცვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურა

გადასახადები

საბანკო რეგულაციები

საპენსიო სისტემა

მონეტარული პოლიტიკა

დეცენტრალიზაცია და ტერიტორიული მოწყობა

მეცნიერება, კულტურა, სპორტი

ჯანდაცვა

ენერგეტიკა

ზოგადი განათლება

მალე დაემატება

1. საჯარო სკოლების პოლიტიზირების მაღალი ხარისხი და შედეგად მათი ავტონომიურობის არარსებობა.

2. საჯარო სკოლებში კომპეტენტურ მასწავლებელთა ნაკლებობა.

3. ზოგადი განათლების ვაუჩერული სისტემის არაეფექტიანობა.

4. შინაგანათლებით მიღებული განათლების აღიარების სირთულე.

რეკომენდაცია 1

რაც შეიძლება მეტი სკოლის განკერძოება უნდა მოხდეს. სკოლების განკერძოება შესაძლოა განხორციელდეს აუქციონის წესით (იმარჯვებს ის, ვინც სკოლის მოსწავლეებისათვის მეტ ადგილს შესთავაზებს მთავრობას. ამისათვის, უნდა იქნას გამოთვლილი ერთი მოსწავლის შენახვის ხარჯი); თანამშრომლებისათვის შეთავაზებით; ნაკლებად მოთხოვნადი სკოლების მინიმალურ ფასად კერძო სექტორისთვის გადაცემით.

სკოლის განკერძოება უნდა მოხდეს აქტივებითა და ვალდებულებებით. კერძო ინვესტორს არ ექნება მასწავლებლების შენარჩუნების ვალდებულება, მაგრამ ექნება სკოლის არსებული მოსწავლეებისათვის სწავლის საფასურის გარეშე სწავლების ვალდებულება. 

სკოლების განკერძოებისას უნდა განისაზღვროს მინიმალური მოთხოვნები. მაგალითად, სასწავლო პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდეს შემდეგი 30 წელი, სკოლის ქონება გამოყენებულ იქნას სასწავლო მიზნებისათვის და ა.შ. 

უნდა მოხდეს 1 მოსწავლეზე გამოყოფილი ვაუჩერის ოდენობის ხელახალი გადათვლა და გათანაბრება საჯარო და კერძო სკოლებისათვის. ამჟამად, კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის მხოლოდ 300-ლარიანი ვაუჩერი არსებობს, მაშინ როდესაც საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ეს თანხა დაახლოებით 3-ჯერ მეტია. ვაუჩერული სისტემის ასეთი მოდელი საჯარო სკოლებში სწავლისაკენ აიძულებს მშობლებსა და სკოლის მოსწავლეებს. 

გაუქმდეს ავტორიზაციის წესები სკოლებისათვის, რომელიც რეალურად მხოლოდ კერძო სკოლებისათვის მოქმედებს. სკოლის დაფუძნებასა და ფუნქციონირებას არ ჭირდებოდეს ავტორიზაცია ან რაიმე სპეციალური ნებართვა.

რეკომენდაცია 2

ახალგაზრდა კადრების სკოლებში მასწავლებლებად შესვლის პროცედურის გამარტივება. მათ შორის, ბაკალავრის დიპლომის მოთხოვნის გაუქმება. მაგალითისათვის, თუ მეოთხე კურსის სტუდენტი შესაბამის საგანში მასწავლებლის გამოცდას კარგად აბარებს და თან სურვილი აქვს ნახევარ განაკვეთზე იმუშავოს, ეს
შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული. 

რეკომენდაცია 3

სკოლებში ონლაინ სწავლების მეტად გამოყენების ხელშეწყობა. Სასურველია, ონლაინ გაკვეთილები ტარდებოდეს სკოლაში ზედამხედველის თანდასწრებით. ასეთ შემთხვევაში, საჭირო არ იქნება თითოეულ სკოლის მოსწავლეს ჰქონდეს კომპიუტერი და ინტერნეტზე წვდომა. 

რეკომენდაცია 4

სკოლებში შეიძლება შემოღებულ იქნას მოდულური სწავლება, რომელიც არ იქნება მიბმული სემესტრებს. მაგალითისათვის, ბიოლოგია და ფიზიკა ჩატარდეს ინტენსიურად ერთი თვის განმავლობაში (პირობითად, ივნისი/ივლისი), რადგან ეს გაადვილებდა სათანადო ცოდნის მქონე მასწავლებლების მობილობას ქალაქიდან სოფლისკენ. ამასთან, შესაძლოა ასეთ შემთხვევებში სწავლა უფრო გვიან დაიწყოს და უფრო გვიან დასრულდეს.

რეკომენდაცია 5

ყველა სკოლის მოსწავლისათვის ერთნაირი თანხა იყოს განსაზღვრული იმის მიუხედავად კერძოში სწავლობს თუ საჯაროში, უნივერსიტეტებში არსებული სახელმწიფო გრანტის მსგავსად. უნდა მოხდეს 1 მოსწავლეზე გამოყოფილი ვაუჩერის ოდენობის ხელახალი გადათვლა და რეალობასთან მორგება. ვაუჩერით განსაზღვრული თანხის ოდენობა უნდა იყოს კერძო სკოლებში არსებული საშუალო საფასურის ოდენობის. მეტი დეტალიზაცია შესაძლებელი იქნება დათვლისას.

რეკომენდაცია 6

შინაგანათლების (Homeschooling-ით) დაშვება, ამ ფორმით მიღებული ცოდნის აღიარება და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის დაშვება. დღესდღეობით შინაგანათლებით ცოდნის მიღება შეზღუდულია. არსებობს მხოლოდ ექსტერნად ცოდნის მიღების და აღიარების შესაძლებლობა, რომელიც ძალიან შეზღუდულია. შესამუშავებელი იქნება პრინციპები და მექანიზმები ამგვარი გზით მიღებული ცოდნის გადამოწმებისა და აღიარებისათვის.


 

მალე დაემატება 

მალე დაემატება