მალე დაემატება
1. მეცნიერების პოლიტიკის ეფექტურობის გაზომვა.
2. გამოცხადებული სამეცნიერო კონკურსებისა და პროგრამების არამიზნობრიოება და არაეფექტურობა.
3. კვლევითი ინსტიტუტების და სამეცნიერო საზოგადოებების დამოკიდებულება სახელმწიფო დაფინანსებაზე
4. საგრანტო კონკურსების შეფასების მიუკერძოებლობა
ქართველი მეცნიერების პროდუქტიულობა უნდა გაიზომოს ისეთი ბაზების გამოყენებით, როგორიცაა მაგ. Schimago და ამ ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით წელიწადში ერთხელ განისაზღვროს ახალი მიზნები და პრიორიტეტები R&D (Research & Development)-ის შესაფასებლად კრიტერიუმების განსაზღვრა, რისთვისაც საჭიროა საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა, რომლებიც რეგულარულად შეაფასებენ ფონდის საქმიანობას.
საგრანტო კონკურსების რაოდენობის შემცირება და ოთხ ძირითად კატეგორიად დაყოფა: კვლევითი გრანტები (დოქტორანტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, გამოცდილი მეცნიერებისთვის/მეცნიერთა ჯგუფისთვის), მობილობის გრანტები (კონფერენცია, კვლევითი ვიზიტი, სხვა), პუბლიკაციებისთვის გრანტები და გრანტები საერთაშორისო თანამშრომლობის გასაღრმავებლად (გრანტები კონსორციუმებისთვის და უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სპეციალისტების ჩამოსაყვანად);
ყველა საგრანტო ხელშეკრულებაში პირობის ჩადება, რომ პროექტის დასასრულს სტატია/წიგნი/მონოგრაფია უნდა გამოქვეყნდეს საერთაშორისოდ აღიარებული გამოცემის მიერ ან საერთაშორისო რეფერირებად აკადემიურ ჟურნალში, რომელიც ინდექსირებულია წინასწარ განსაზღვრულ კონკრეტულ სამეცნიერო ბაზებში და იმ პროექტების ფინანსური წახალისება, რომლებსაც პროექტში ჩართული ეყოლებათ დოქტორანტი/ახალგაზრდა მეცნიერი.
მეცნიერებისთვის, რომლებსაც აქვთ ერთი წლის განმავლობაში X პუბლიკაცია და მათი h-ინდექსი/სამუშაო წლების რაოდენობაზე არის მინიმუმ 1, ერთწლიანი სტიპენდიის შემოღება.
იმ კვლევითი ინსტიტუტებისთვის, რომლებიც დღემდე ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუეჯტიდან პირდაპირი წესით (კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი), ამ სახის დაფინანსების შეწყვეტა და მათი შეყვანა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემადგენლობაში, რისთვისაც გამოცხადდება კონკურსი უნივერსიტეტებს შორის.
მეცნიერების დაფინანსების კუთხით კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების მიზნით, თანადაფინანსების (match funding) სხვადასხვა სქემის შემუშავება
პირველ ეტაპზე ყველა კონკურსის ფარგლებში შემოსული საპროექტო წინადადებების შესაფასებლად გატანა შესაბამის ამერიკულ/ევროპულ ორგანიზაციებში. ამ ორგანიზაციების მიერ დაქირავებული ქსპერტების ვინაობა სრულად ანონიმური იქნება ფონდის თანამშრომლებისთვისაც;
ყველა კონკურსისთვის ორსაფეხურიანი შეფასების სქემის დანერგვა - პირველ ეტაპზე შეაფასება მხოდება ადგილობრივად ტექნიკური ექსპერტიზის დონეზე, მეორე ეტაპზე შეაფასებენ უცხოელი ექსპერტები;
პარალელურად, აუთსორსინგზე გაწეული ხარჯების დაზოგვის მიზნით, ფონდის ექსპერტთა საერთაშორისო ბაზის შედგენა.
მალე დაემატება
მალე დაემატება