სასამართლო

განათლება

უსაფრთხოება

თავდაცვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურა

გადასახადები

საბანკო რეგულაციები

საპენსიო სისტემა

მონეტარული პოლიტიკა

დეცენტრალიზაცია და ტერიტორიული მოწყობა

მეცნიერება, კულტურა, სპორტი

ჯანდაცვა

ენერგეტიკა

კულტურა

მალე დაემატება

1. ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვა.

2. კულტურის დაფინანსების პოლიტიზების მაღალი ხარისხი.

3. კულტურული ძეგლის (კერძო მფლობელობაში გადასული) ინფრასტრუქტურის დაცვა, მოვლა-პატრონობა, მასზე გაწეული ხარჯების არაეფექტურობა.
 

ბიუჯეტიდან პირდაპირი დაფინანსების მოდელი იცვლება მექანიზმით, რომლის პირობებში გადასახადის გადამხდელზე მეტი აქცენტი გაკეთდება. Ყველა მოქალაქისთვის განსაზღვრული იქნება კონკრეტული ოდენობის ვაუჩერი, რომელსაც გამოიყენებენ თავიანთი ინტერესების შესაბამისად. ამ მიზნით გამოიყოფა ორი ტიპის ვაუჩერი - სამომხმარებლო და მონაწილეობითი. სამომხმარებლო გულისხმობს ისეთი ტიპის ვაუჩერს, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა კულტურული აქტივობის მაყურებელი ინდივიდებისთის; მონაწილეობითი ვაუჩერი განკუთვნილი იქნება იმ ინდივიდებისთვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი კულტურულ აქტივობებში. 

კულტურის სექტორში ვაუჩერის სქემის შემოღების მოსალოდნელი შედეგებია: კულტურული დაწესებულებების სახელმწიფო სუბსიდიების მიზნობრივი და გამჭირვალე გაცემა; მოქალაქეთა რეალური ინტერესებიდან გამომდინარე (და არა ოფიციალური პირების და კომიტეტების შეფასებების საფუძველზე); კულტურულ დაწესებულებებს შორის კონკურენციის წახალისება მათი საქმიანობის ხარისხის გაზრდის მიზნით; მოქალაქეების კულტურისადმი ინტერესის შესწავლა და კულტურულ დაწესებულებებში ვიზიტების მონიტორინგი. გარდა ამისა დაფინანსების ახალი მოდელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებებით ინფრასტრუქტულ გრანტებს ითვალისწინებს.

კულტურის ყველაზე მდგრადი დაფინანსების მოდელი არის შერეული ეკონომიკის ჩამოყალიბება, რომლის პირობებშიც სახელმწიფო და კერძო სექტორი თანაარსებობენ; ბაზრის ჩავარდნის შემთხვევაში, საჯარო სახსრები იქნება გამოყენებული, ხოლო იქ, სადაც ბაზარი გამართულად მუშაობს, - კერძო დაფინანსება;

კულტურაზე კერძო დაფინანსების გაზრდის სხვადასხვა გზა არსებობს:
კულტურაზე მოთხოვნის გაზრდით (დაბალი დღგ, ვაუჩერები, საგადასახადო სტიმულები ხელოვნების ნიმუშების შესაძენად); კულტურაში ბიზნესის პირდაპირი ინვესტიციების სტიმულირებით ინვესტიციების ანაზღაურების სანაცვლოდ, ბრენდის promotion ან სხვა სახის წახალისება ინვესტორისთვის (სპონსორობა, საჯარო და კერძო პარტნიორობა PPP, კომპენსაციური ხასიათის სუბსიდიები, ნამუშევრების ტრანსფერები); ახალი კერძო დაფინანსების წყაროების შექმნა (საბანკო რეჟიმები, crowd-funding და სახსრების მოზიდვის პლატფორმები, fund-raising პლატფორმები);

ის ადამიანები, რომლებიც კულტურული ღირებულების მქონე ძეგლებს ფლობენ, ვალდებულები არიან, სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებში ამყოფონ თავიანთი საკუთრება. ამაში შეიძლება იგულისხმებოდეს მოვლა-პატრონობა და სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ პერიოდული რემონტი დეტალური ინსტრუქციების მიხედვით. Არ გამოირიცხება, რომ ეს ყველაფერი თანადაფინანსებული იყოს ანუ სუბსიდირების გზით ხდებოდეს.

სახელმწიფო განახორციელებს ამ სტანდარტების მონიტორინგს; სახელმწიფოს ექნება გარკვეული დავების გადაწყვეტის უფლება. კომპენსაცია გადაეცემა მფლობელებს იმის გამო, რომ მათ საკუთრების განკარგვა შეეზღუდებათ.
 

მალე დაემატება

მალე დაემატება