მალე დაემატება
პრობლემა 1
ხარისხის უზრუნველყოფის ორივე გარე მექანიზმს შორის შინაარსობრივი და პროცედურული გადაფარვაა, რაც წარმოადგენს უნივერსიტეტებისათვის მნიშვნელოვან ბიუროკრატიულ ტვირთს. ავტორიზაცია და აკრედიტაცია ფორმალურად ერთამენთისგან გამიჯნული, თუმცა პრაქტიკაში ხარისხის უზრუნველყოფის გარე კონტროლის თითქმის იდენტური მექანიზმებია. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს პრაქტიკულად რამდენჯერმე უწევთ ხარისხის უზრყნველყოფის ერთი და იმავე ტიპის ბიუროკრატიული პროცესების გავლა.
შედეგად, უნივერსიტეტი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ფარგლებში ერთი და იმავე კრიტერიუმებითა და პროცედურებით მრავალჯერ მოწმდება, რაც დიდ დროით და ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
პრობლემა 2
ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები მოითხოვს დიდ ადმინისტრაციულ რესურსს. შედეგად ცენტრის, ავტორიზაციის/აკრედიტაციის ექსპერტთა და შესაბამისი საბჭოების გადატვირთულობა იზრდება და პროცესი არაეფექტიანია.
აკრედიტაციის საბჭოს და ექსპერტთა მწირი კომპეტენცია და ინტერესთა კონფლიქტის არსებობა წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების არაეფექტიანობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს.
ბიუროკრატიული ბერკეტები წარმოადგენს მარეგულირებელი ორგანოებისათვის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მექანიზმებს.
1. ხარისხის უზრუნველყოფის გარე კონტროლის მხოლოდ ერთი მექანიზმის - ინსტიტუციური აკრედიტაციის დანერგვა, რაც უზრუნველყოფს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ბიუროკრატიული და დუბლირებული პროცესების გამარტივებას.
ინსტიტუციური აკრედიტაცია ხარისხის კონტროლის გარე მექანიზმია, რომელიც უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ რესურსს და აკადემიურ პროგრამებს ერთიანად აფასებს.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის გარე მექანიზმის არ არსებობების შემთხვევაში, სტუდენტებს შესაძლოა შეეზღუდოთ/გაურთულდეთ საერთაშორისო დონეზე მობილობის/სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ინსტიტუციური აკრედიტაციის მოდელი, ერთი მხრივ, აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და არ ზღუდავს/ართულებს სტუდენტების მობილობასა და სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ, მეორე მხრივ, ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმებს შორის აღკვეთს დღეს არსებულ დუბლირებას და იძლევა ბიუროკრატიულობის შემცირების შესაძლებლობას.
2. საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციებისათვის აკრედიტაციის მინიჭების უფლებამოსილების სრულად დელეგირება, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის მიერ შესაფერისი ადგილობრივი ან საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანოს შერჩევის შესაძლებლობას.
არსამთავრობო დამოუკიდებელი სააგენტოები ხშირად იქმნება სამთავრობო ორგანოების მუშაობის შესასრულებლად და ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ისინი შეიძლება სპეციალიზირდნენ კონკრეტულ სფეროებში ან დისციპლინებში და მათ შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა კრიტერიუმი და პროცესი ინსტიტუტების შესაფასებლად. მიუხედავად ამისა, მათ მიერ გაცემული აკრედიტაცია ფართოდ აღიარებულია.
მალე დაემატება
მალე დაემატება