სასამართლო

განათლება

უსაფრთხოება

თავდაცვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურა

გადასახადები

საბანკო რეგულაციები

საპენსიო სისტემა

მონეტარული პოლიტიკა

დეცენტრალიზაცია და ტერიტორიული მოწყობა

მეცნიერება, კულტურა, სპორტი

ჯანდაცვა

ენერგეტიკა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახური

მალე დაემატება

პრობლემა 1

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს მთავრობა რეპრესიული პოლიტიკის გასატარებლად იყენებს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებისთვის სამართალდამცავი სტრუქტურების უფლებამოსილებების მინიჭება ზრდის ძალაუფლების გადაჭარბების და ბოროტად გამოყენების რისკს. ამჟამინდელი კანონმდებლობით, უსაფრთხოების სამსახურს აქვს საგამოძიებო ფუნქცია - დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და დამნაშავე პირთა ძებნა-გამოძიება, დაკავება და დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსების უფლება. ამ მანდატებმა გამოიწვია ძალაუფლების გადამეტება და ადამიანის უფლებების დარღვევა.

პრობლემა 2

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების არაეფექტიანობა. ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაცია ერთ ორგანოში გამჭვირვალობის ნაკლებობის პირობებში ძალაუფლების გადაჭარბების პრობლემას ქმნის. ასევე, ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაცია უარყოფითად მოქმედებს დაზვერვის სისტემის ეფექტიანობაზეც. კერძოდ, დაზვერვის ხარისხი მნიშვნელოვნად ეცემა. ძალაუფლების ჭარბი ცენტრალიზაცია უსაფრთხოების ერთ სამსახურში ართულებს სადაზვერვო მასალის შეგროვებას და ანალიზს, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს სადაზვერვო ინფორმაციის ნაკლოვანება, მნიშვნელოვანი შესაძლებლობების ხელიდან გაშვება და არაადეკვატური საპასუხო ქმედებები. ბიუროკრატიული პროცესის გათვალისწინებით, დიდი ორგანიზაციებს, როგორც წესი, მეტი დრო სჭირდებათ ქმედებებისთვის და აკლიათ მოქნილობა. ამას გარდა, გასათვალისწინებელია მოწყვლადობის რისკი, რომელიც იქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ადამიანის ხელშია დიდი ძალაუფლება მოქცეული. 

რეკომენდაცია 1

ე.წ. Delineated Model

ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაციის და ძალაუფლების გადაჭარბების რისკი შემცირდება, თუ უსაფრთხოების სამსახურებს არ ექნებათ აღმასრულებელი ძალაუფლება და ამისათვის, ვალდებულები იქნებიან ითანამშრომლონ სამართალდაცვით ორგანოებთან. ამ მოდელის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ფუნქციაა, რომ ერთი მხრივ, შეაგროვოს, ანალიზი გაუკეთოს და გადასცეს სადაზვერვო ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს და გადაწყვეტილებების მიმღებებს და მეორე მხრივ, აწარმოოს საერთაშორისო ოპერაციები. ძალაუფლების გადაჭარბების და ბოროტად გამოყენების რისკის გათვალისწინებით, ამ სადაზვერვო ინფორმაციის გამოყენება სასამართლოზე მტკიცებულებად შეუძლებელი უნდა იყოს. ეს მოდელი ასევე ახლოსაა ევრო-ატლანტიკურ პრაქტიკასთან.

რეკომენდაცია 2

დაზვერვის ხარისხის გაზრდა თემატურად დაყოფილი სამსახურების ხარჯზე და სადაზვერვო პროდუქტების დივერსიფიკაცია

შეიქმნას 5  სამსახური: დაზვერვა, კონტრდაზვერვა, სამხედრო დაზვერვა, ანტი-ტერორისტული და კონსტიტუციის დაცვა + რადიკალური ჯგუფების სააგენტოები. თითოეულ სააგენტოს უნდა ჰყავდეს თავისი ხელმძღვანელი, რომელიც იქნება სამინისტროს დაქვემდებერაში. ამ მხრივ, გამიჯნული იქნება პოლიტიკური / ტექნიკური თანამდებობები. მინისტრი იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტთან და მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკის დაგეგმავში, ხოლო სამსახურის უშუალო ხელმძღვანელს დაევალება ანალიტიკური/ ოპერაციული დავალებების შესრულება.

ცალ-ცალკე სააგენტოების შექმნის დადებითი მხარე ისაა, რომ თითოეულ მათგანს გამოკვეთილი  მიზანი ექნება, რაც მათ საშუალებას მისცემს ყურადღება და ძალისხმევა მიმართონ კონკრეტული მიმართულებით. ეს გაზრდის დაზვერვის ხარისხს.

დაზვერვის ინფორმაციის წყაროების ამგვარი დივერსიფიკაციით ჩვენ მივაღწევთ ნაკლებად პოლიტიზირებულ და მეტად დაბალანსებულ უსაფრთხოების სისტემას რაც თავიდან აგვარიდებს ძალაუფლების გადაჭარბების რისკს.

რეკომენდაცია 3

შეიქმნას მაკოორდინირებელი ორგანო - დაზვერვის საბჭო

დაზვერვის საბჭო, უწყებათაშორისი ორგანო, რომელიც უსაფრთხოების სამსახურებს განკარგავს და შედგება უსაფრთხოების სააგენტოების წევრებისაგან, პასუხისმგებელი იქნება უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობაზე და კოორდინაციაზე. დაზვერვის საბჭოს უნდა ჰყავდეს ანალიტიკური გუნდი, რომელიც აქტიურად მუშაობს სააგენტოებთან და სხვა სახელმწიფო დეპარტამენტებთან და აწარმოებს დაზვერვის საბოლოო პროდუქტის ანალიზს. დაზვერვის საბჭოს ასევე ექნება პირდაპირი კავშირი პრემიერ-მინისტრთან. კომიტეტის წევრების მოვალეობაა, თავიანთი სფეროების შესაბამის სამსახურებს  და მათ ხელმძღვანელებს მიაწოდონ ანალიტიკური მასალის ის პრიორიტეტული ნაწილი, რომელიც მათგან კონკრეტულ ქმედებებს მოითხოვს. დაზვერვის საბჭოს ასევე ევალება შესაბამის სტრუქტურებში გაავრცელოს დაზვერვის საბოლოო პროდუქტი, რომელზე დაყრდნობითაც, გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებს შეეძლებათ პოლიტიკის დაგეგმვა და პრიორიტეტების დადგენა.

რეკომენდაცია 4

გადაწყვეტილებების მიღების და ანალიზის ფუნქციების განსაზღვრა და დაყოფა შეამცირებს პოლიტიზირების რისკს

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსგან განსხვავებით, რომლის მთავარი მიზანი გადაწყვეტილებების მიღება და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების განსაზღვრაა, დაზვერვის საბჭოს მოვალეობა იქნება დაზვერვის პროდუქტების ანალიზი და გავრცელება. ფუნქციების გამიჯვნით, შესაძლებელი იქნება გაიმიჯნოს ერთი მხრივ, დაზვერვის ინფორმაციის ანალიზი და მეორე მხრივ პოლიტიკის დაგეგმვა, რაც შეამცირებს პოლიტიზირების და შეცდომების რისკს.
 

მალე დაემატება 

მალე დაემატება