თავისუფლების ინსტიტუტი არის ერთ-ერთი ძველი უფლებადამცველი და კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ბუნებითი სამართლისა და თავისუფლების დაცვასა და გავრცელებას. ჩვენ ვცდილობთ არამარტო გავაანალიზოთ ქართული საჯარო პოლიტიკა, არამედ შევცვალოთ ის. ჩვენ გთავაზობთ არამარტო აკადემიურ ფორუმს კრიტიკული დისკუსიისთვის, არამედ ვმოქმედებთ, როგორც რეფორმათა კატალიზატორი. ანალიზის, ადვოკატირებისა და აქტივიზმის გზით ჩვენ ვქმნით ჩვენს ხედვას საჯარო პოლიტიკის ფართო სპექტრის საკითხების შესახებ.

თავისუფლების ინსტიტუტი ოფიციალურად შეიქმნა 1996 წლის 22 აგვისტოს, ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ. მათი უმთავრესი მიზანი იყო დაეცვათ თავისუფალი სიტყვა, რადგან დამოუკიდებელი მედია იყო საფრთხეში - შევარდნაძის ხელისუფლებამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მაუწყებლობა შეუწყვიტა.

შექმნიდან მალევე თავისუფლების ინსტიტუტი იქცა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ორგანიზაციად საქართველოში. ის აქტიურად მუშაობდა ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღების, განათლების რეფორმის, დემოკრატიული ღირებულებების, ანტი-კორუფციული და სხვა მიმართულებებით ცნობიერების ამაღლებისათვის. თავისუფლების ინსტიტუტმა ათასობით ადამიანს გაუწია იურიდიული დახმარება.

2003 წელს თავისუფლების ინსტიტუტმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად გამოაქვეყნა მანიფესტი „კმარა ანუ ათი ნაბიჯი თავისუფლებისკენ,“ რომელიც მიზნად ისახავდა იმ პერიოდის საქართველოს რეფორმირებას, ქვეყნის საბჭოთა პოლიტიკური სისტემის მთლიანად შეცვლას ყველა სფეროში ყოვლისმომცევლი და საფუძვლიანი რეფორმების გზით.

გარდა სხვადასხვა სახელმძღვანელოების, კვლევებისა და ჟურნალისტური გამოძიებებისა, ორგანიზაცია გამოსცემდა ჟურნალს “თავისუფლება”.

2003 წლის ვარდების რევოლუციასა და შემდგომ გატარებულ რეფორმებში თავისუფლების ინსტიტუტს მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შეფასებით, “როდესაც საქართველოში შესაძლებლობა გაჩნდა რეფორმატორების ამ ჯგუფის დიდი ხნის გამომუშავებული იდეოლოგიური სიმტკიცე არსებითი იყო ახალი მთავრობის სწრაფად მოქმედებისთვის".

თავისუფლების ინსტიტუტი განახლდა 2019 წელს იმ პერიოდის პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ და დაბრუნდა ახალი შემადგენლობით.

თავისუფლების ინსტიტუტის მიზანია ბუნებითი სამართლისა და თავისუფლების დაცვა და გავრცელება.

ინსტიტუტი თავისი საქმიანობით ესწრაფვის, დაამკვიდროს სამოქალაქო თავისუფლების, აქტიური მოქალაქეობის, საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალობის ფასეულობები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, კანონებსა და საჯარო დაწესებულებებში, რამაც პლურალისტური დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების აშენებამდე უნდა მიგვიყვანოს.

ლევან რამიშვილი

ლევან რამიშვილი

გამგეობის თავმჯდომარე
ანამარია თავართქილაძე

ანამარია თავართქილაძე

მკვლევარი
ლიკა გახარია

ლიკა გახარია

მკვლევარი
გია ნოდია

გია ნოდია

გამგეობის წევრი
გიგა ბედინეიშვილი

გიგა ბედინეიშვილი

გამგეობის წევრი
გიგა ბედინეიშვილი

გიგა ბედინეიშვილი

უფროსი მკვლევარი
სალომე ხვადაგიანი

სალომე ხვადაგიანი

დირექტორი
დალი ცქიტიშვილი

დალი ცქიტიშვილი

გამგეობის წევრი
ანამარია თავართქილაძე

ანამარია თავართქილაძე

იურისტი
ნინო თოდრია

ნინო თოდრია

პროექტების მენეჯერი
ქეთევან მსხილაძე

ქეთევან მსხილაძე

გამგეობის წევრი
შალვა ჯავახია

შალვა ჯავახია

უფროსი მკვლევარი
ლიზი ნოზაძე

ლიზი ნოზაძე

მკვლევარი
ნია გუგუციძე

ნია გუგუციძე

მკვლევარი
მარიამ პაჭკორია

მარიამ პაჭკორია

მკვლევარი
ანანო ყავალაშვილი

ანანო ყავალაშვილი

მკვლევარი
მაშო კალანდია

მაშო კალანდია

მკვლევარი
ვახტანგ ლეჟავა

ვახტანგ ლეჟავა

გამგეობის წევრი
ევა გრიგალაშვილი

ევა გრიგალაშვილი

მკვლევარი
მარიამ დავიდოვი

მარიამ დავიდოვი

მკვლევარი
ევა არჩემაშვილი

ევა არჩემაშვილი

მკვლევარი
თაკო მათიაშვილი

თაკო მათიაშვილი

მკვლევარი
ლიზი ლომია

ლიზი ლომია

მკვლევარი
ალექსანდრე წერეთელი

ალექსანდრე წერეთელი

უფროსი მკვლევარი
ლიზი შთააძე

ლიზი შთააძე

მკვლევარი
მარიამ მოსიავა

მარიამ მოსიავა

მკვლევარი
რატი აბუსერიძე

რატი აბუსერიძე

მკვლევარი
მარინე მარსაგიშვილი

მარინე მარსაგიშვილი

მკვლევარი
ნათია სამუშია

ნათია სამუშია

გამგეობის წევრი
ოთარ კახიძე

ოთარ კახიძე

უფროსი მკვლევარი
სალომე პაჭკორია

სალომე პაჭკორია

მკვლევარი