15 იანვარს პროექტ ახალი რესპუბლიკის ფარგლებში მოეწყო რეფორმების ცალფურცელების განხილვა.
შეხვედრის პირველი ნახევარი დაეთმო მეცნიერების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის ახალ რეფორმას.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს სპორტის, კულტურისა და მეცნიერების დაფინანსების პოლიტიზების შემცირებას და ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვას.
შეხვედრის მეორე ნახევარი დაეთმო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფს. შეხვედრაზე იმსჯელეს ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაციისა და ძალაუფლების გადაჭარბების რისკების შემცირებაზე. ახალი რეფორმა შეეხება დაზვერვის სისტემის ეფექტურობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების თემებს.
ახალი რესპუბლიკა თავისუფლების ინსტიტუტის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს რეფორმების საგზაო რუკის მომზადებას მომავალი მთავრობის ლიდერებისთვის.