29 სექტემბერს თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია აფხაზეთი უკრაინის შემდეგ.
დისკუსია გაიმართა შემდეგ საკითხებზე:
• მოხდა თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობის და საქართველოს ხელისუფლებების მიერ რუსეთისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებების ჯეროვანი შეფასება?
• გააჩუმა თუ არა საქართველოს პოლიტიკურმა დღის წესრიგმა დევნილები მათი გამოცდილებებისა და მეხსიერების შესახებ 30 წლის მანძილზე?
• მსგავსია თუ არა ბუჩა და გაგრა, სოხუმი, ახალდაბა?
• აჩენს თუ არა რუსეთის დასუსტება შინ დაბრუნების შანსს?
• როგორ შევცვალოთ აფხაზეთის სტატუს-კვო უკრაინაზე აგრესიის შემდეგ?
კონფერენცია "აფხაზეთი უკრაინის შემდეგ" კამპანია "იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის" ფარგლებში ჩატარდა.