საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფლების ინსტიტუტს ე.წ. ტაბელების საქმის არსებით განხილვაზე უარი უთხრა

10 თებერვალი 2023
საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფლების ინსტიტუტს ე.წ. ტაბელების საქმის არსებით განხილვაზე უარი უთხრა

თავისუფლების ინსტიტუტი ასაჩივრებდა სამუშაო საათების აღწერის ვალდებულებას და მიიჩნევს, რომ ტაბელების შევსების ვალდებულება არასაჭიროა, დამატებით შრომას აკისრებს დასაქმებულს, ცხოვრებას ურთულებს, სამაგიერო სიკეთე კი არ მოაქვს.

სასამართლოსგან განსხვავებული აზრი დააფიქსირეს მოსამართლეებმა გიორგი თევდორაშვილმა, ირინე იმერლიშვილმა და თეიმურაზ ტუღუშმა.

მათი აზრით, სარჩელი საკმარისად იყო არგუმენტირებული იმისთვის, რომ სასამართლოს არსებითად განეხილა საქმე.

სარჩელში საკმარისად იყო აღწერილი "მეწარმეობის თავისუფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვის იმ ხარისხის რისკები, რაც საკმარისი იყო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მისაღებად" "საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა მეწარმე სუბიექტის თავისუფლებაში ჩარევის ჭრილში და ... დაედგინა დაწესებული რეგულირების პროპორციულობა"

მსგავსი სიახლეები