რუსეთის უკრაინაში შეჭრის, ომის დაწყებისა და საქართველოს პარტნიორების მხრიდან რუსეთზე სანქციების რამდენიმე პაკეტის დაწესების შემდეგაც კასპის მუნიციპალიტეტის მერია არ წყვეტს რუსული ტრენაჟორების შესყიდვას.
2022-2023 წლებში კასპის მუნიციპალიტეტმა რუსული წარმოშობის ROMANA-ს მარკის გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები და საჩრდილობელი ფანჩატური ცამეტ ლოკაციაზე დაამონტაჟა.
2022 წლის ივლისში რუსულ ტრენაჟორებში 148 302 ლარი გადავიხადეთ, ხოლო 2023 წლის აპრილში - 183 019 ლარი.
ორივე ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო შპს ‘ჯეო პარკმა’, კომპანიას ჯამში - 331 321 ლარი გადავუხადეთ.
კასპის მუნიციპალიტეტის შესყიდვები: NAT230007070, NAT220012784.