რელიგიური დევნა თვისობრივად ახალ ფაზაში გადადის
27/08/2013 // Comments Off26 აგვისტოს სპეცრაზმის მიერ სოფელ ჭელაში მოქმედი მეჩეთიდან მინარეთის ბარბაროსული მეთოდებით დემონტაჟითა და ადგილობრივი მოსახლეობის სასტიკი დარბევით საქართველოში უმცირესობათა რელიგიურ დევნა თვისობრივად ახალ ფაზაში გადადის.
თუ კი აქამდე ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან უმცირესობათა რელიგიური ჩაგვრის მიმართ მთავრობა წაყრუებისა და დაუსჯელობის პოლიტიკას ატარებდა, დღეს უკვე თავად სახელმწიფო აპარატი გვევლინება მოძალადის როლში. მომხდარზე იუსტიციისა და რეინტეგრაციის მინისტრების კომენტარი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჭელას ინციდენტი არ წარმოადგენს იზოლირებულ მოვლენას და რომ საქმე გვაქვს შუღლის გაღვივებისა და რელიგიური კონფლიქტის პროვოცირების მიზანმიმართულ პოლიტიკასთან.
კატეგორიულად მიუღებელია მინარეთების ყოფნა არ ყოფნის საკითხზე მსჯელობის დაწყების საჭიროების შესახებ იუსტიციის მინისტრის განცხადება. ქართველმა ხალხმა ამ საკითხზე უკვე იმსჯელა და მას ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა საქართველოს კონსტიტუციაში. იუსტიციის მინისტრის პოზიცია რადიკალურად უპირისპირდება სხვა და სხვა რელიგიების მშვიდობიანი თანაარსებობისა და უმცირესობათა შემწყნარებლობის ჩვენს ისტორიულ ტრადიციას.
საქართველოს კონსტიტუცია თანასწორად აღიარებს და იცავს ყველა აღმსარებლობის ადამიანის უფლებებს. ეს უფლებები მათ შორის გულისხმობს უფლებას აღასრულო საკუთარი რელიგიური რიტუალები როგორც პრივატულ სივრცეში, ისე საჯაროდ და ააშენო ნებისმიერი სახის საკულტო ნაგებობა.
მთავრობის წევრებმა საქართველოს კონსტიტუციისა და ისტორიული ტრადიციების კითხვის ნიშნის დაყენების ნაცვლად უნდა უზრუნველყონ სახელმწიფოს მიერ საკუთარ მოვალეობათა განუხრელი შესრულება – თანაბრად დაიცვას ნებისმიერი რელიგიის მიმდევრის კონსტიტუციური უფლებები, ხოლო მათი ხელყოფის შემთხვევაში – მიიღოს ყველა ზომა დარღვეული უფლების აღსადგენად და დამნაშავეთა დასასჯელად.
Similar posts
-
EduBirdie Review Expanding Federal Government Funding of Stem Cel ...
29/12/2020 // Comments OffContents In Supporting of Expanding Federal Support In Confrontation to Expanding Federal Support ...
-
Edubirdie Reviews
10/12/2020 // Comments OffEduBirdie Overview EduBirdie (why not "EduBirdy"?) essay writing service is well liked among many...
-
Sam Trickett Net Deserving
09/12/2020 // Comments OffWhen masses discuss UK salamander, thither is no way Sam Trickett testament not be mentioned. With a...
-
EduBirdie Reassessment The Saving Valuation of Two Websites Relat ...
19/11/2020 // Comments Offhttps://www.sitejabber.com/reviews/edubirdie.comContents Truth Authorization of Web Documents Obj...
-
Deciding. Bachelor’s Stage Essay
13/11/2020 // Comments OffContents Criteria Alternatives Entropy on Alternatives Witting Reasoning Prejudice in Deciding ...
-
Deciding. Bachelor’s Level Essay
09/11/2020 // Comments OffContents Criteria Alternatives Data on Alternatives Witting Cerebration Predetermine in Decidin...
-
How Does Your Casino Payment System Work48
09/10/2020 // Comments OffHow Does Your Casino Payment System Work?When it comes to casinos and their payment process, the bas...
-
Wife of Alexander Ovechkin found pluses in intentional isolation
17/09/2020 // Comments OffHockey player Alexander Ovechkin is not only the best Russian sniper in NHL history, but also a lovi...