5 ოქტომბერს, თავისუფალ უნივერსიტეტში, კახა ბენდუქიძის კამპუსზე განიხილეს ახალი რესპუბლიკის განათლების ჯგუფის წინადადებები.
წინადადებები მომზადდა სამი მიმართულებით:
ზოგადი განათლების სისტემის (სკოლები) რეფორმა.
უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების რეფორმა.
ეროვნული გამოცდების რეფორმა.
ახალი რესპუბლიკა თავისუფლების ინსტიტუტის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს რეფორმების საგზაო რუკის მომზადებას მომავალი მთავრობის ლიდერებისთვის.