საპატრიარქო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისაკენ მოუწოდებს
18/12/2012 // Comments Offსაპატრიარქო ხელისუფლებასა და საზოგადოებას “მსგავსი ქმედებისა და “ცილისწამებისაგან ნებისმიერი მოქალაქის დასაცავად” “შესაბამისი ზომების” მიღებისკენ მოუწოდებს. ეს განცხადება მოყვა თეოლოგ ზელიმხარ უძილაურის პუბლიკაციას. წერილი სახელით “პატრიარქის მიმართვა!!!”, უძილაურმა 16 დეკემბერს თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის მიმართვის იმიტაციას წარმოადგენს. უძილაური ილია მეორის სახელით დასავლეთს მოუწოდებს ზურგი არ შეაქციონ საქართველოს და დაუყოვნებლივ მიიღონ ნატოში. წერილში ასევე საუბარია ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებულ პოლიტიკურ რეპრესიებზე, უკრაინიზაციის საფრთხესა და რუსეთის აგრესიაზე. აღსანიშნავია, რომ თავად საპატრიარქო საკუთარ განცხადებაშივე ადასტურებს, რომ “გონიერი მომხმარებელი მიხვდება, რომ მისი უწმინდესობის განცხადებებს ავრცელებს საქართველოს საპატრიარქო და არა ვინმე კერძო პირი, საკუთარი ვებ-გვერდით; მიხვდება იმასაც, რომ ეს არის შეგნებული პროვოკაცია და მიზანმიმართული ქმედება; თუმცა მოქალაქეების ნაწილი შეიძლება გამოქვეყნებული მასალის გავლენის ქვეშ მოექცეს ან დაბრკოლდეს”. მიუხედავად ამისა, საპატრიარქო ამ ტექსტს მაინც ცილისმწამებლურად მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, განცხადება ცილისწამედბად რომ ჩაითვალოს, ის რამდენიმე პირობას უნდა აკმაყოფილებდეს. მათ შორის, აუცილებელია, რომ დადასტურებული იყოს სადაო განცხადების მეშვეობით ზიანის მიყენების ფაქტი. საკუთარ განცხადებაში საპატრიარქოს არ განუმარტავს, რაში გამოიხატა მიყენებული ზიანი, თუკი თავადვე აღიარებს, რომ ყველა გონიერი ადამიანისათვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ უძილაურის მიერ გავრცელებული განცხადება იმიტაციას წარმოადგენდა.
წყარო: http://www.tabula.ge/article-27000.html
ტაბულა © 2012
Similar posts
-
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა არ ჩავარდება ...
25/12/2019 // Comments Offსაქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თქმით, მზადდება კანონპროექტი რომლითაც ცვლილება შევა...
-
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა - თავისუფლების ინსტიტუტის განცხ ...
15/01/2013 // Comments Offთავისუფლების ინსტიტუტი მიესალმება მთავრობის ინიციატივას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება გავრცელდეს...
-
NDI: 51% – მუსლიმ მოქალაქეებს მსახურების ჩატარების უფ ...
15/01/2013 // Comments Offეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღე...
-
თავისუფლების ინსტიტუტის განცხადება ...
14/01/2013 // Comments Offთავისუფლების ინსტიტუტი შეშფოთებას გამოთქვამს ჯაშუშობასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევის გამო მს...
-
არასამთავრობოები: ეს შესაძლოა გახდეს ეთნიკური და რელ ...
18/12/2012 // Comments Offარასამთავრებო ორგანიზაციები „უფლებების სკოლა“ და „ტოლერანტობის სახლი“ სოფელ წინ...
-
სოფელ წინწყაროში მუსლიმთა ღვთისმსახურებას მოსახლეობ ...
18/12/2012 // Comments Offთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ადგილობრივი ეკომიგრანტი სვანები,...
-
ქართველ მუსლიმთა კავშირი: მდგომარეობა წინწყაროში დემ ...
18/12/2012 // Comments Offსოფელ წინწყაროში მიმდინარე რელიგიური დაპირისპირების შესახებ ქართველ მუსლიმთა კა...
-
რიჩარდ ნორლანდი წინწყაროში ვითარების გასაცნობად ჩადი ...
14/12/2012 // Comments Offთეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სახალხო დამცვე...