NDI: 51% – მუსლიმ მოქალაქეებს მსახურების ჩატარების უფლება უნდა მიეცეთ
12/12/2012 // Comments Offეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გახდა ცნობილი. სოფელ ნიგვზიანში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების ფაქტის შესახებ გამოკითხულთა 73%-ია ინფორმირებული. გამოკითხულთა 51% თვლის, რომ მუსლიმ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ უფლება, კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაში შეიკრიბონ და რელიგიური მსახურება ჩაატარონ, 29% თვლის, რომ მათ ამის უფლება არ უნდა მიეცეთ, ხოლო 19%-ს პასუხი არ აქვს. რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში 26 ოქტომბერს დაიწყო. მუსლიმებმა პარასკევის ლოცვა დაასრულეს და დაშლა დაიწყეს, როცა მათ გზა 150-მდე არამუსლიმმა თანასოფლელმა გადაუღობა და სამლოცველოს გაუქმება მოსთხოვა. კვლევა ამა წლის 14-25 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,947 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. მასში ასახულია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/-3 პროცენტს. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC)
წყარო: http://www.tabula.ge/article-26802.html
ტაბულა © 2012
Similar posts
-
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა არ ჩავარდება ...
25/12/2019 // Comments Offსაქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თქმით, მზადდება კანონპროექტი რომლითაც ცვლილება შევა...
-
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა - თავისუფლების ინსტიტუტის განცხ ...
15/01/2013 // Comments Offთავისუფლების ინსტიტუტი მიესალმება მთავრობის ინიციატივას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება გავრცელდეს...
-
თავისუფლების ინსტიტუტის განცხადება ...
14/01/2013 // Comments Offთავისუფლების ინსტიტუტი შეშფოთებას გამოთქვამს ჯაშუშობასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევის გამო მს...
-
არასამთავრობოები: ეს შესაძლოა გახდეს ეთნიკური და რელ ...
18/12/2012 // Comments Offარასამთავრებო ორგანიზაციები „უფლებების სკოლა“ და „ტოლერანტობის სახლი“ სოფელ წინ...
-
სოფელ წინწყაროში მუსლიმთა ღვთისმსახურებას მოსახლეობ ...
18/12/2012 // Comments Offთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ადგილობრივი ეკომიგრანტი სვანები,...
-
ქართველ მუსლიმთა კავშირი: მდგომარეობა წინწყაროში დემ ...
18/12/2012 // Comments Offსოფელ წინწყაროში მიმდინარე რელიგიური დაპირისპირების შესახებ ქართველ მუსლიმთა კა...
-
საპატრიარქო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისაკენ მოუ ...
18/12/2012 // Comments Offსაპატრიარქო ხელისუფლებასა და საზოგადოებას "მსგავსი ქმედებისა და "ცილისწამების...
-
რიჩარდ ნორლანდი წინწყაროში ვითარების გასაცნობად ჩადი ...
14/12/2012 // Comments Offთეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სახალხო დამცვე...