შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” კვლავ რუსულ პროდუქციას ყიდულობს. პარტნიორი ისევ შპს “ბეთანია”, რომელსაც პროდუქცია ისევ სანქცირებული რუსული ქარხნებისგან შემოაქვს - ამჯერად 439 000 ლარის სალიანდაგო ზედნაშენს ექვსი რუსული კომპანიისგან ყიდულობს. შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” 2024 წლის აპრილის თვეში გამოაცხადა ტენდერი სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობების და სათადარიგო ნაწილების შესაძენად. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ და გაიმარჯვა შპს “ბეთანიმ”.
შპს 'ბეთანის' და შპს 'თბილისის სატრანსპორტო კომპანიის' თანამშრომლობაზე თავისუფლების ინსტიტუტმა 2023 წელს გამოაქვეყნა კვლევა. მაშინ 2023 წლის მაისის ტენდერში შპს ბეთანიმ უკონკურენტოდ გაიმარჯვა და სამუშაოების ჩასატარებლად მიიღო 945 610 ლარი. რამდენიმე გარემოება გამოიკვეთა წინა კვლევისას, მსგავსება რასთანაც ახლანდელ, 2024 წლის აპრილის ტენდერშიც გვხვდება.
2023 წლის მაისის ტენდერის კვლევისას აღმოჩნდა, რომ:
შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” და შპს “ბეთანი” მეთოდს არ ცვლიან და ახალ 2024 წლის ტენდერსაც იდენტურად ასრულებენ. მიმწოდებელმა კომპანიამ 439 000 ლარის სალიანდაგო ზედნაშენი შეიძინა ექვსი რუსული კომპანიისგან.
კომპანიების ჩამონათვალი:
კომპანიებს შორისაა ღია სააქციო საზოგადოება “სევერსტალ-მეტიზი” (ОАО Северсталь-метиз) შვილობილი კომპანიაა სააქციო საზოგადოება სევერსტალის (Северсталь), რომელიც 2022 წლის მარტში დაასანქცირა ამერიკამ და ბრიტანეთმა. ასევე სანქციების ქვეშაა კომპანიის მფლობელი ალექსეი მორდაშოვი, რომელიც სანქციების სიაში მოხვდა უკრაინაში რუსეთის ომის ხელშეწყობის გამო.
ასევე, საყურადღებოა რომ ექვსივე რუსულმა კომპანიამ საგარანტიო წერილში ისევ მიუთითა, რომ პროდუქცია განკუთვნილია შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის” (და არა შპს “ბეთანი”-სთვის, რომლის გავლითაც მიეწოდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიას რუსული ნაწარმი). გამოდის, რომ შპს “ბეთანი” მხოლოდ საბუთების მიმტან-მომტანის ფორმალურ ფუნქციას ასრულებს, რეალურად კი რუსულ კომპანიასა და ქართულ სახელმწიფოს შორის პირდაპირი თანამშრომლობა ხდება. ზუსტად იმავენაირად, რაც 2023 წლის ტენდერში შევნიშნეთ.
შპს “ბეთანის” მფლობელი და დირექტორი ლერი მოსაშვილი TV პირველთან ინტერვიუში თავად ამბობს: “სანქცირებული კომპანიისგან მე უნდა მეყიდა ტვირთი რომელიც მჭირდებოდა იმ სტანდარტით, იმ შესაბამისობით, რასაც ითხოვდა სატრანსპორტო კომპანია”. კომპანიის მფლობელის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიას” სატენდერო პირობები იმგვარად აქვს შედგენილი, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის ალექსეი მორდაშოვის შვილობილი კომპანიისგან უწევს თბილისი მეტროსთვის საჭირო ნაწილების შეძენა.
ალექსეი მორდაშოვი სანქცირებული რუსი მილიარდერი ოლიგარქია. ის პასუხისმგებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკაზე. მისი კომპანია, სევერსტალი, მნიშვნელოვანია რუსეთის არმიის ფოლადის ნაწილებით და ფოლადის ნაწარმით (მათ შორის დაჯავშნილი ფოლადით) მომარაგების კუთხით. მორდაშოვი 2022 თებერვალში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ხოლო მისი კომპანიები - 2022 წლის მარტში. პუტინის მეგობარმა მორდაშოვმა დასანქცირების შემდეგ 400 მილიონი დოლარი დაკარგა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიას თავიდანვე შეეძლო სატენდერო დოკუმენტაცია იმგვარად განესაზღვრა, რომ დაებლოკა ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო პროდუქცია და პირდაპირ გაეწერა შესასყიდი პროდუქციის მახასიათებლები წარმომავლობის ჩათვლით.
თუმცა, დასანქცირებულ მორდაშოვთან დაკავშირებული პროდუქციის შემომტანთან 2023 წელს თითქმის მილიონიანი კონტრაქტის გაფორმება საკმარისი არ აღმოჩნდა, 2024 წელსაც იმავეს აგრძელებენ უკვე ახალი, 439 ათასი ლარის კონტრაქტის გაფორმებით.
წყაროები:
კომპანია - შპს 'ბეთანი' - 420006889
ტენდერის ნომრები: NAT240008927
ავტორები: ნინო თოდრია, ბესიკ დონაძე.
სტატია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ღია საზოგადოების ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.