რუსული წარმოშობის 'ანაკომის' სუფი და მაკარონი ძალოვანი სტრუქტურებისთვის

14 თებერვალი 2024
რუსული წარმოშობის 'ანაკომის' სუფი და მაკარონი ძალოვანი სტრუქტურებისთვის

2023 წლის ოქტომბრის თვეში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, აუქციონის გარეშე, ორი კონსოლიდირებული ტენდერით, ძალოვანი სტრუქტურებისთვის შეიძინა 207 824 ლარის ღირებულების რუსული წარმოშობის 'ანაკომის' სუფი და მაკარონი.

სააგენტომ შპს 'იოლანოგისგან' შეისყიდა რუსული წარმოშობის, 101 657 ლარის ღიღებულების მშრალო სუფი ('ანაკომი') ხოლო, შპს 'კვებასგან' შეისყიდა 106 167 ლარის ღიღებულების რუსული ვერმიშელი და მაკარონი.

შპს 'კვება' სახელმწიფო შესყიდვების თეთრ სიაში იმყოფება. 2023 წლის 29 ნოემბერს შპს 'კვება'-ს დირექტორმა გიორგი ფეიქრიშვილმა მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა თეთრ სიაში დარეგისტრირება. კომპანია 2023 წლის 7 დეკემბრიდან თეთრ სიაშია.

თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელი კომპანიები, სახელმწიფო შესყიდვებში საგებლობენ გარკვეული შეღავათებით: კომპანია თავისუფლდება საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისგან, ასევე, წინასწარი ანგარიშწორების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია თეთრ სიაში მყოფ კომპანიას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის გარანტიას.

თავისუფლების ინსტიტუტის პოზიციით, კომპანია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო შესყიდვების გამოცხადებულ კონკურსში, უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიზე მოქმედი კომპანია და პროდუქცია რომელსაც კომპანია გამოიყენებს უნდა იყოს მომზადებული/დამზადებული ამავე წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე. ეს აგვაცილებს რუსული წარმოშობის კომპანიების მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში, სახელმწიფო სახსრების გადინებას რუსული აგრესიის დაფინანსებაში და საეჭვო კომპანიებთან თანამშრომლობის მზარდ რისკებს. მითუმეტეს, მსგავსი კომპანიები და პროდუქცია არ უნდა სარგებლობდეს შეღავათებით.

წყაროები:

კომპანიები: შპს იოლანოგი - 444961141; შპს კვება - 424254390
ტენდერის ნომრები: CON230000344; CON230000341


ავტორები: ნინო თოდრია, ბესიკ დონაძე.

სტატია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ღია საზოგადოების ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

მსგავსი სიახლეები