რუსული ტრენაჟორები და ფანჩატურები კასპის მუნიციპალიტეტში

2 ოქტომბერი 2023
რუსული ტრენაჟორები და ფანჩატურები კასპის მუნიციპალიტეტში

რუსეთის უკრაინაში შეჭრის, ომის დაწყებისა და საქართველოს პარტნიორების მხრიდან რუსეთზე სანქციების რამდენიმე პაკეტის დაწესების შემდეგაც კასპის მუნიციპალიტეტის მერია არ წყვეტს რუსული ტრენაჟორების შესყიდვას.

2022-2023 წლებში კასპის მუნიციპალიტეტმა რუსული წარმოშობის ROMANA-ს მარკის გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები და საჩრდილობელი ფანჩატური ცამეტ ლოკაციაზე დაამონტაჟა.

2022 წლის ივლისში რუსულ ტრენაჟორებში 148 302 ლარი გადავიხადეთ, ხოლო 2023 წლის აპრილში - 183 019 ლარი.

ორივე ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო შპს ‘ჯეო პარკმა’, კომპანიას ჯამში - 331 321 ლარი გადავუხადეთ.

👉 კასპის მუნიციპალიტეტის შესყიდვები: NAT230007070, NAT220012784.

მსგავსი სიახლეები