ჩვენი საზოგადოების ვალია ნათელი მოჰფინოს საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკულ ეპიზოდს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა, მოისმინოს და გადაიაზროს ყველასგან დავიწყებული მსხვერპლის ისტორიები და იბრძოლოს მათთვის სამართლიანობის მოსაპოვებლად.
ისტორიათა ნაწილი გამოფენის 'ბუჩამდე იყო აფხაზეთი'-ს სახით უკვე წარვუდგინეთ ფართო საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო სტუმრებს. ისტორიათა შეგროვებას ვაგრძელებთ.
მოგიწოდებთ მათ, ვისაც მიგაჩნიათ, რომ წარსულის ჯეროვანი გადააზრების გარეშე მომავალში სამართლიანობას ვერ მივაღწევთ, ვისაც თავად გაქვთ გამოცდილი აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები, ვისაც გსურთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ ამ დანაშაულთა სამართლებრივ შეფასებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, დაგვიკავშირდით, გაგვიზიარეთ თქვენი ისტორია და დაგვეხმარეთ ისტორიული სამართლიანობის მოპოვებაში.
მოგვწერეთ მეილზე info@liberty.ge ან ფეისბუქ გვერდზე.