4-5 სექტემბერს, გაიმართა ინგლისურენოვანი, ინტერაქციული გამოფენა 'დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი'.

14 სექტემბერი 2023
4-5 სექტემბერს, გაიმართა ინგლისურენოვანი, ინტერაქციული გამოფენა 'დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი'.

გამოფენა დაათვალიერა არაერთმა მნიშვნელოვანმა საერთაშორისო სტუმარმა, რომლებიც ესწრებოდნენ Economic Policy Research Center, McCain Institute და George W. Bush Presidential Center-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას. დამთვალიერებლებს შორის იყვნენ ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიკელსონი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, აშშ სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპის საკუთხებში დენიელ ფრიდი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, ამერიკელი დიპლომატი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში უილიამ ტეილორი და სხვა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა შეცდომით ჩათვალა, რომ რუსეთი აღარ წარმოადგენს საფრთხეს თავისუფლებისთვის.
რუსეთის მიერ სამეზობლოში დაორგანიზებული სისხლიანი ომები შეუმჩნეველი დარჩა და ჩაითვალა შიდა, ეთნიკურ კონფლიქტებად.
2008 წელს საქართველოში შეჭრა და ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილების ოკუპაციაც არ აღმოჩნდა საკმარისი საფრთხის ადეკვატურად შესაფასებლად.
2022 წელს უკრაინაზე თავდასხმამ გახადა ცხადი, რომ რუსეთი არის სასტიკი, რევიზიონისტული ძალა, რომელიც გენოციდსა და ომის დანაშაულებებს იყენებს მიზნის მისაღწევად.
რუსეთი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე იქცევა მსგავსად - რაც ხდება დღეს უკრაინაში, უკვე მოხდა 30 წლის წინ საქართველოში.
ინტერაქციული გამოფენა 'დავიწყებული მსხვერპლი - ბუჩამდე იყო აფხაზეთი' ასახავს ტრაგიკულ ისტორიებს რუსეთის დანაშაულებებზე აფხაზეთში.
გამოფენა მიზნად ისახავს: მისცეს პლატფორმა მათ, ვისი ხმაც ჩაახშეს ცივი ომის დამთავრებით გამოწვეული ეიფორიის პროცესში; აღიაროს მათი ტრავმა, აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა და გაავრცელოს ცოდნა კრემლის ჭეშმარიტ ბუნებაზე, რომელიც ვლადიმერ პუტინის მმართველობამდეც უცვლელი იყო, და მიაღწიოს ამ დანაშაულების სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას.
პროექტი ხორციელდება ფინეთის საგარეო სამინისტროს მხარდაჭერით

მსგავსი სიახლეები