ე.წ. ბოჩოლების საქმესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, მთავრობამ სადავო ნორმა, რასაც თავისუფლების ინსტიტუტი ასაჩივრებდა, გააუქმა.
სადავო ნორმით აკრძალული იყო 110 კილოგრამამდე მდედრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, რამაც ეკონომიკური ზიანი მიაყენა მანამდე ბოჩოლების გაყიდვით შემოსავლის მიმღებ გლეხებს.
თავისუფლების ინსტიტუტი იცავს ქვალონელი გლეხების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. ამასთან დაკავშირებით სასამართლოს 20 თებერვალს მივმართავთ.
საქართველოს მთავრობას კვლავ შეუძლია მიიღოს იგივე რეგულირება, ამდენად მნიშვნელოვანია სასამართლომ დაიცვას მოსარჩელის უფლებები და დაადგინოს სტანდარტი, რომელიც მომავალში დაიცავს საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლებას მსგავსი შინაარსის შეზღუდვისგან.