რუსულ საწვავს სახელმწიფო უწყებები ყიდულობენ

6 თებერვალი 2024
რუსულ საწვავს სახელმწიფო უწყებები ყიდულობენ

რუსეთის უკრაინაში ომის დაწყებისა და საქართველოს პარტნიორების მხრიდან რუსეთზე სანქციების დაწესების შემდეგაც ქართული ოცნება და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები არ წყვეტენ რუსული საწვავის შესყიდვას.

სახელმწიფო უწყებებმა 2022 წლის თებერვლიდან დღემდე 64 330 010 ლარის რუსული საწვავი იყიდეს კონსოლიდირებული ტენდერით, აუქციონის გარეშე.

უწყებები, რომლებმაც 100 000 ლარზე მეტი რუსული საწვავი შეიძინეს:

  • ქ. თბილისის მერია
  • "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”
  • შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
  • საქართველოს პარლამენტის აპარატი
  • საქართველოს პროკურატურა
  • თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახური
  • ჩოხატაურის მერია
  • ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
  • ხობის მუნიციპალიტეტის მერია

სახელმწიფო უწყებები ყოველთვიურად ყიდულობენ მილიონობით ლარის რუმინული წარმოშობის საწვავს, ჩნდება კითხვა, რატომ გახდა საჭირო კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით დამატებით 64 მილიონ ლარზე მეტი რუსული საწვავის შესყიდვა?

ტენდერის ნომრები: CON230000463-00119; CON220000546-00194; CON230000463-00416; CON220000546-00292

ავტორები: ნინო თოდრია, ბესიკ დონაძე.

სტატია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ღია საზოგადოების ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

მსგავსი სიახლეები