პრესის თავისუფლება საქართველოში

ლევან რამიშვილი

9 იანვარი 2023

დამოუკიდებელმა მედიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ვარდების რევოლუციის პროცესში და პრაქტიკულად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში სამოქალაქო ჟურნალისტიკას. მიუხედავად ამისა, მან სათანადოდ ვერ უპასუხა იმ ახალ გამოწვევებს, რომელიც პოსტრევოლუციურ პერიოდში მედიის წინაშე დადგა. ბევრი ის სისუსტე, რომელიც ქართულ მედიას ბოლო ათი-თხუთმეტი წლის მანძილზე ახასიათებდა, ახალ ვითარებაში განსაკუთრებით მტკივნეულად წარმოჩინდა. საერთაშორისო შეფასებებით, საქართველო კვლავინდებურად ნაწილობრივ თავისუფალი პრესის მქონე ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება, რაც საკმაოდ დამაფიქრებელია იმ ფონზე, როდესაც ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარება წინ მიდის. პრესაში ასეთი პროგრესი არ ხდება. უფრო მეტიც, ფაქტი, რომ ზოგადი პროგრესის ფონზე პრესა ისევ ძველ პოზიციებს ინარჩუნებს, იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ მედია საზოგადოების განვითარების ტემპს ჩამორჩა დაგარკვეულ უკუსვლასთანაც კი გვაქვს საქმე.


მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში საქართველო მართლაც გამოირჩეოდა საკმაოდ დინამიური და კრიტიკული პრესით, რომელიც ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა დემოკრატიული გარდაქმნების პროცესში, თავად მედიის მდგრადობის ხარისხი საკამათოა. წლების მანძილზე ვერ მოხერხდა სარედაქციო დამოუკიდებლობის ტრადიციის ჩამოყალიბება და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება. ჟურნალისტების პროფესიული ეთიკა კვლავინდებურად დაბალ დონეზე რჩება და რაკიღა არ არსებობს ჟურნალისტური პროფესიის საერთო ფასეულობები, არ არსებობს არც ამ საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული პროფესიული ასოციაციები. საკმაოდ დაბალია ჟურნალისტთა სოლიდარობაც ერთმანეთის მიმართ. ეს პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ თავს ახალ რეალობაში იჩენს.


დამატებით სირთულეებს ქმნის მედია ბაზარზე არსებული ვითარებაც. სულ უფრო მეტად იკვეთება ოლიგარქიზაციის ტენდენცია. სამწუხაროდ, პრესა დღემდე ვერ ჩამოყალიბდა მდგრად, მყარ ბიზნესად. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობაც არის. სარეკლამო ბაზარი საკმაოდ მწირია _ ზოგიერთი შეფასებით, იგი სულ 5 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა არსებობს ჩრდილოვანი ბაზარიც, სადაც კაპიტალბრუნვა 15-20 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს და ეს მაშინ, როცა თითოეული წამყვანი სატელევიზიო არხის წლიური ბიუჯეტი იგივე თანხას უახლოვდება. მედიის სუბსიდირება ძირითადად სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფების მიერ ხდება. ფაქტი, რომ მსხვილი ელექტრონული მედიის მესაკუთრეები ამ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები არიან, და საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, ერთ-ერთი საფრთხეა, რომელიც მედიის დამოუკიდებლობას ემუქრება.


მიუხედავად განვითარების აშკარა ტენდენციისა, სამწუხაროდ ბეჭდვითი მედიის გავრცელების არეალი კვლავ საკმაოდ შეზღუდულია.


ძირითადი, ყოველდღიური გამოცემების ტირაჟები როგორც წესი 5-10 ათასის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიღების ძირითად საშუალებად კვლავ ელექტრონული მედია რჩება. სწორედ ამ სფეროში არსებული პრობლემები არაერთ დამკვირვებელს იმ დასკვნის საფუძველს აძლევს, რომ ელექტრონული სიტყვის თავისუფლება საქართველოში არათუ სტაგნაციაშია, არამედ რეგრესსაც განიცდის.


საუბარი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებზე საქართველოში თავისთავად პარადოქსულია იმ ფონზე, როცა ჩვენს ქვეყანაში მიღებულია სიტყვის თავისუფლების შესახებ და მაუწყებლობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა ევროპაში. მოხდა ცილისწამების დეკრიმინალიზაცია; კანონმა საჯარო და კერძო პირებისთვის დააწესა მტკიცების ტვირთის განსხვავებული სტანდარტები _ მტკიცების ტვირთი მოპასუხიდან მოსარჩლეზე გადავიდა; გაითვალისწინა ჟურნალისტური წყაროების აბსოლუტური დაცვის მექანიზმები და გამორიცხა გამონაკლისები; სასამართლოში ამიერიდან მოპასუხედ გამოდის არა ერთი კერძო ჟურნალისტი, არამედ მედია საშუალების, როგორც იურიდიული პირის მესაკუთრე. ყველა ეს მექანიზმი ქმნის სამართლებრივი დაცვის გარკვეულ ბერკეტებს.


ცვლილებებია გათვალისწინებული ელექტრონული მედიის სფეროში, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმნას გულისხმობს. ამ მიზნით, კანონმდებლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის, როგორც პოლიტიკურ-ინსტიტუციური, ისე ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტიებია ჩადებული: შეიქმნება ცხრა კაციანი მეურვეთა საბჭო, კანდიდატების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით, ხოლო შერჩეულ საუკეთესო კანდიდატებს პრეზიდენტი დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს, ძირითადი, ყოველდღიური გამოცემების ტირაჟები როგორც წესი 5-10 ათასის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიღების ძირითად საშუალებად კვლავ ელექტრონული მედია რჩება. სწორედ ამ სფეროში არსებული პრობლემები არაერთ დამკვირვებელს იმ დასკვნის საფუძველს აძლევს, რომ ელექტრონული სიტყვის თავისუფლება საქართველოში არათუ სტაგნაციაშია, არამედ რეგრესსაც განიცდის. საუბარი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებზე საქართველოში თავისთავად პარადოქსულია იმ ფონზე, როცა ჩვენს ქვეყანაში მიღებულია სიტყვის თავისუფლების შესახებ და მაუწყებლობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა ევროპაში. მოხდა ცილისწამების დეკრიმინალიზაცია; კანონმა საჯარო და კერძო პირებისთვის დააწესა მტკიცების ტვირთის განსხვავებული სტანდარტები _ მტკიცების ტვირთი მოპასუხიდან მოსარჩლეზე გადავიდა; გაითვალისწინა ჟურნალისტური წყაროების აბსოლუტური დაცვის მექანიზმები და გამორიცხა გამონაკლისები; სასამართლოში ამიერიდან მოპასუხედ გამოდის არა ერთი კერძო ჟურნალისტი, არამედ მედია საშუალების, როგორც იურიდიული პირის მესაკუთრე. ყველა ეს მექანიზმი ქმნის სამართლებრივი დაცვის გარკვეულ ბერკეტებს. ცვლილებებია გათვალისწინებული ელექტრონული რომელიც მეურვეების დამტკიცების შესახებ საბოლოო გადწყვეტილებას მიიღებს. თითოეულ ვაკანსიაზე პირველ ეტაპზე ორი კანდიდატურის, ხოლო შემდეგ სამ-სამის წარდგენა მოხდება. მეურვეთა საბჭო დაკომპლექტების შემდეგ კონკურსის წესით დაიქირავებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის აღმასრულებელ დირექტორს. კანონის თანახმად, ყოველწლიურად საზოგადოებრივ მაუწყებლობას ბიუჯეტიდან ერთობლივი შიდა პროდუქტის 0.15% გამოეყოფა, რაც დღევანდელი მონაცემებით, 15 მილიონ ლარს შეადგენს.


თავისთავად კანონმდებლობაში სამართლებრივი ბერკეტების არსებობა არ არის პრესის დამოუკიდებლობის გარანტი, რადგან ამ ბერკეტებს შესაბამისი გამოყენება სჭირდება. საჭიროა საკუთარი თავისუფლებისათვის ბრძოლის ნება არსებობდეს ჟურნალისტებსა და მთლიანად მედიაში. სწორედ აქ არის სერიოზული პრობლემები, რაც შიდასარედაქციო ატმოსფეროსა და სარედაქციო დამოუკიდებლობის არარსებობას- თან, ჟურნალისტური სოლიდარობის დეფიციტთანაა დაკავშირებული. მაგრამ ძირითადი პასუხისმგებლობა შექმნილი მდგომარეობის გამო მაინც ხელისუფლებას ეკისრება, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი კონსტიტუციის თანახმად ადამიანის უფლებების, მათ შორის, პრესის თავისუფლების მთავარი გარანტია, არამედ იმის გამოც, რომ ქვეყანა არ არის ბოლომდე თავისუფალი კორუფციისგან. მიმდინარეობს პრივატიზაციის პროცესი და ოლიგარქებს, ელექტრონული მედიის მესაკუთრეებს, რომლებიც ამ ქვეყნის აქტიური ბიზნესმენები არიან, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების სურვილი ამოძრავებთ. ისინი პრივატიზაციის პროცესიდან გამორჩენას ელიან და შესაბამისად, მთავრობასთან საერთო ენის გამონახვას და `კარგი ურთიერთობების~ დამყარებას ცდილობენ. სწორედ მედია ოლიგარქთა ეს ინტერესი და ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები ქმნის ნაყოფიერ საფუძველს თვითცენზურისთვის, რომელიც დღეს მეტნაკლები დოზითაა ფეხმოკიდებული ქართულ მედიაში.


მთავარი პრობლემა კი მაინც ისაა, რომ ყველაზე ნაკლებად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე დღეს თავად ჟურნალისტები საუბრობენ. ბევრ გადაცემაში, როცა კი ეს პრობლემა წამოიჭრება ხოლმე, ჟურნალისტები, როგორც წესი, საპირისპიროს ამტკიცებენ და მეტიც, საკუთარი თავგამოდებით ნამუსს წმენდენ ხელისუფლებას, რაც დაახლოებით ისეთივე კონტექსტში აღიქმება, როგორც 15 წლის წინ, ამერიკა-საბჭოთა კავშირს პირველი ტელეხიდის დროს ერთ-ერთი ქალბატონის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობდა. რა თქმა უნდა, ხელისუფლება, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა მოთამაშე, პრესასთან მიმართებაში ცდილობს საკუთარი ინტერესების გატარებას. რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა საკმაოდ ცინიკურად დაახასიათა მედიისა და ხელისუფლების ურთიერთობები, როცა ხელისუფლება შეადარა კაცს, რომელსაც უნდა, ხოლო მედია ქალს, რომელიც ჭირვეულობს და კაცს ხან უარს ეუბნება, ხან არა.


საქართველოში აუცილებელია ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიის გადაფასება და ხელახალი გააზრება- განსაზღვრა იმისა, თუ ვის და რას უნდა ემსახურებოდნენ ჟურნალისტები საინფორმაციო საშუალების მესაკუთრეს,გარკვეულ პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებსთუ სიმართლეს, საზოგადოებას, და საკუთარ აუდიტორიას.


დღევანდელ ქართულ მედიაში შექმნილი ვითარება ძალზედ ჰგავს 15 წლის წინ არსებულს, როდესაც საბჭოთა პრესის მემკვიდრეობასა და საზოგადოების ახალ მოთხოვნილებებს შორის რადიკალური წყვეტისათვის ვითარება მომწიფებული იყო. საბჭოთა ჟურნალისტებს და საბჭოთა პრესის ორგანოებს მაშინ ევოლუციისა და ადაპტაციის უნარი არ აღმოაჩნდათ, დინოზავრებივით გადაშენდნენ და მათი ადგილი ახალმა გამოცემებმა დაიკავა. თანდათანობით გაჩნდა ახალი ელექტრონული საშუალებები. გარკვეულწილად დღესაც მსგავსი ვითარებაა შექმნილი – საზოგადოება ვითარდება, მაგრამ მედიაში აბსოლუტური სტაგნაციაა. ტელევიზიები ძირითადად ახალ გასართობ პროექტებს გვთავაზობენ. ხდება მედიის აგრესიული კომერციალიზაცია. ცხადია, საბოლოო ჯამში მედია თვითკმარი უნდა იყოს, მაგრამ ეს არ არის მისი ერთადერთი დანიშნულება. მოკლევადიან ამოცანებზე ორიენტირებით მედია საბოლოო ჯამში ჭრის იმ ტოტს, რომელზედაც თავადვე ზის.


მედიას აქვს უამრავი ფუნქცია და გართობა მათ შორის ერთ-ერთია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება და განათლება. ინფორმირებას, ავად თუ კარგად, ჯერჯერობით იგი ახერხებს, საგანმანათლებლო ფუნქცია კი დღესდღეობით საერთოდ იგნორირებულია. თუმცა საზოგადოების ინფორმირების კუთხითაც პრობლემები არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 1999 წლიდან მოქმედებს ინფორმაციის თავისუფლების აქტი, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ მყარ სამართლებრივ გარანტიებს ქმნის, ყველაზე ნაკლებად ამ გარანტიებით ჟურნალისტები სარგებლობენ. ისინი იშვიათად მიმართავენ სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. ამასთანავე სახელმწიფოში არ არსებობს ორგანო, რომელიც ადმინისტრაციულ ინსტიტუტებში ინფორმაციის თავისუფლების ნორმების დაცვას ზედამხედველობას გაუწევდა. ამ კუთხით, მდგომარეობის ნორმალიზების მიზნით, მიზანშეწონილია ადმინისტრაციულ ორგანოებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქცია ომბუდსმენისათვის დაკისრება, რომელიც საკმაოდ ენერგიულად შეუდგა საკუთარი მოვალეობების შესრულებას და არის იმედი, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი წინსვლაც გვექნება. ზოგადად, საჯარო დაწესებულებები ხელმისაწვდომია იმ ჟურნალისტებისთვის, რომელთაც აქვთ აქტიური მოქმედებისსურვილი და პირველივე წინააღმდეგობისას ფარ-ხმალს არ ყრიან.


მედიის საგანმანათლებლო ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება და არსებული ჩავარდნის შევსება, შესაძლოა, საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ იტვირთოს. მან უნდა დააწესოს ახალი პროფესიული სტანდარტები, გახდეს მოდის ერთგვარი კანონმდებელი მედიაში, რაც ამ სტანდარტების სხვა ტელევიზიებსა და საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებას შეუწყობს ხელს.


საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ უნდა დააბალანსოს კერძო ინტერესები, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებს ყოველთვის არ ემთხვევა. ეს პრობლემა განსაკუთრებით თავს კომერციალიზაციის ტენდენციის გაძლიერებასთან ერთად იჩენს: მარკეტინგული კვლევების ახალი მეთოდები საშუალებას აძლევს რეკლამის შემკვეთებს, უფრო ზუსტად და კონკრეტულად განსაზღვრონ აუდიტორია რომელიც მათი პროდუქციის ძირითადი მომხმარებელია. საზოგადოება კი მხოლოდ აქტიური მომხმარებლებისგან არ შედგება, რის გამოც, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესების იგნორირება ხდება. ამ პრობლემის დარეგულირება მხოლოდ ბაზრის მეშვეობით შეუძლებელია და აუცილებელია ინსტიტუტი, რომელიც მხოლოდ წმინდა საბაზრო წესებით არ იხელმძღვანელებს.


ცხადია, მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლობა ვერაფერს შეცვლის, თუ ახალი ფასეულობები თავად ჟურნალისტებმა არ დანერგეს თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში. 2003 წელს შემუშავდა მედიის პროფესიული სტანდარტი, რომელსაც თითქმის ყველა წამყვანმა საინფორმაციო საშუალებამ მოაწერა ხელი, მაგრამ წერილობით დეკლარირებული ღირებულებები, ქართული მედიის სახელმძღვანელო პრინციპებად ჯერჯერობით არ დამკვიდრებულა. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების დეფიციტის მიზეზი, შესაძლოა, ისიც იყოს, რომ ვერ მოხერხდა ჟურნალისტური თვითრეგულირების მექანიზმების ინსტიტუციონალიზაცია. ამ მიმართულებით არსებული ჩავარდნების გამოსწორებას შეუწყობს ხელს მედიის საბჭო, რომლის შექმნაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. მსგავსი ინსტიტუტის ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, აამაღლოს მედიის მიმართ საზოგადოების ნდობა. ბოლო წლებში მედია საზოგადოების საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად, მედია იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოების 80%-ის ნდობით სარგებლობდა. დღევანდელი მონაცემებით, მართლმადიდებელ ეკლესიას იგივე ნდობის მანდატი აქვს, ხოლო _ 75% მედიას. მედიის პოზიციები მნიშვნელოვნად შესუსტდა, პირველ ადგილზე საზოგადოებრივი ნდობის თვალსაზრისით დღეს ხელისუფლებაა, ძირითადად პრეზიდენტი, შემდეგ ეკლესია და მხოლოდ ეკლესიის შემდეგ – მედია. მართალია, ეს მაჩვენებელი არც ისე დრამატული, მაგრამ საგანგაშო ტენდენციის მანიშნებელია.


ხშირად, როდესაც საქართველოში ელექტრონული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობენ, პირველ რიგში ტელეკომპანია `რუსთავი 2~- ს გულისხმობენ, რადგან წლების განმავლობაში სწორედ `რუსთავი-2~ იყო ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი და აქედან გამომდინარე, ის რაც დღესდღეობით `რუსთავი 2~-ში ხდება საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ტელეარხს, რომელიც წლების განმავლობაში უამრავი თავდასხმის ობიექტი იყო და რომელმაც ვარდების რევოლუციაში გადამწყვეტი სიტყვა თქვა, რევოლუციის შემდეგ ამაგი დაუფასდა და ფინანსური პოზიციების გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცა. სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ოლიგარქიზაციის ტენდენცია, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა, ჰოლდინგ `იმედის~ მოღვაწეობის დასაწყისიდან იღებს სათავეს. ტელეკომპანია `იმედი~ ბორის ბერეზოვსკის პარტნიორს, ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც ქართულ მედია სივრცეში ერთგვარი ვირუსის ეფექტი იქონია _ უჯრედში შეჭრის დროს ვირუსი ორგანიზმის ინფიცირებას ცდილობს. წლების მანძილზე `რუსთავი 2~ იმ ახალ ოლიგარქიულ გარემოში გადარჩენისათვის იბრძოდა, რომელიც საქართველოში ბადრი პატარკაციშვილმა შექმნა, მაგრამ საბოლოო ჯამში, თავადაც ნელნელა დაემსგავსა იმას, რასაც უპირისპირდებოდა. რევოლუციის შემდეგ წამოტივტივდა `რუსთავი 2~ -ს ბურუსით მოცული გაკოტრების თემა, რის შედეგადაც ამ ტელეკომპანიის ძირითადი მესაკუთრეს ახალი ბიზნესმენი, ქიბარ ხალვაში ჩაენაცვლა.


ელექტრონული მედია დღეს სრულად თვითკმარი არ არის და რადგანაც მის მესაკუთრეებს, რომელთაც განსხვავებული ფინანსური და პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ, მთავრობის კეთილგანწყობა სჭირდებათ, რაც მედიის დამოუკიდებლობის ხარისხზე აისახება. სახეზეა კრიტიკის დეფიციტი. ადრე ჟურნალისტის კრიტიკული განწყობა დაცული იყო, რადგან კრიტიკულად განწყობილი იყო საინფორმაციო საშუალების მესაკუთრეც. დღეს ქართველი ჟურნალისტები სწორედ ამ მხრივ აწყდებიან ყველაზე რთულ პრობლემებს. ცხადია, კრიტიკული აზრის დეფიციტს ობიექტური საფუძველიც აქვს. `რუსთავი 2~-ის მწვავე პათოსს, რაც მას წლების განმავლობაში ახასიათებდა, საზოგადოებრივი დაკვეთაც განაპირობებდა. საზოგადოებრივი აზრი, არათუ პლურალისტური, არამედ რადიკალურად პოლარიზებული იყო და `რუსთავი 2~ ამ სიტუაციას ადეკვატურად ასახავდა, რასაც დღევანდელობაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. დღეს საზოგადოებრივი აზრი, არათუ პოლარიზებულია, არამედ ერთი უკიდურესობიდან მეორესკენაა გადახრილი. არჩევნებზე ხელისუფლებას, მმართველ პარტიას მხარი მოსახლეობის 90%-ზე მეტმა დაუჭირა. ოპოზიცია პრაქტიკულად აღარ არსებობს, რაც სიმწვავის შესუსტების ობიექტურ საფუძველს ქმნის. ასეთი ვითარება შევარდნაძის მმართველობის პირველი წლებისთვისაც იყო დამახასიათებელი. დღევანდელი პოლიტიკური ფონი, განსხვავებული აზრისა და პლურალიზმისთვის ნაკლებად ხელსაყრელია. ამის პარალელურად, სხვა არხებზე, რომლებიც ჯერ კიდევ თვითდამკვიდრების პროცესში არიან, განსხვავებული აზრისთვის უფრო მეტი შესაძლებლობები იქმნება. ასე რომ, საბოლოო ჯამში ის, რაც დაიკარგა `რუსთავი 2~-ში, რაღაც სახით სხვა არხებზე კომპენსირდება. თუმცა, ეს სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემას არ ხსნის: არსებობს ტაბუირებული საკითხები და თემები, რომელთაც ჟურნალისტები არ ეხებიან და ეს ადვილად შესამჩნევია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ საინფორმაციო გამოშვებები ხშირად გაჭრილი ვაშლებივით ჰგავს ერთმანეთს. ახალი ამბების გამოშვებებს ხსნის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როდის გაჭრა ლენტი პრეზიდენტმა, რომელ სკოლას და სოფელს ესტუმრა იგი, რაც თავისთავად არ შეესაბამება ეტალონური, მაღალპროფესიული ჟურნალისტიკის შესახებ წარმოდგენებს.


საქართველოში დამოუკიდებელი პრესის ისტორია პარტიულ პრესას უკავშირდება, რომელიც ტრადიციულად ხელისუფლების ერთგვარი ოპოზიციის როლს ასრულებდა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაჩნდა პარტიული გამოცემები. კავშირი პოლიტიკასთან შემდგომში პოლიტიკოსებთან კავშირში გადაიზარდა. ჟურნალისტები მკითხველებზე მეტად პოლიტიკოსებზე იყვნენ ორიენტირებულნი და მათთვის წერდნენ. ილია ჭავჭავაძის თქმისა არ იყოს, საქართველოს ისტორია მხოლოდ მეფეთა ისტორიაა და ხალხი არ ჩანს. საზოგადოება არც დღევანდელ გაზეთებსა და საინფორმაციო გამოშვებებში ჩანს და ძირითადი აქცენტი კვლავ პოლიტიკოსებზე კეთდება. ბეჭდური მედიის სისუსტის მიზეზი სწორედ ის არის, რომ მათი სამიზნე აუდიტორია არა საზოგადოება, არამედ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებია. გაზეთები არ არიან ორიენტირებული მკითხველზე და მათმოთხოვნილებებზე, რაც ტირაჟების სიმწირეს განაპირობებს.


გამოსავალი შესაძლოა, სამოქალაქო ჟურნალისტიკაში ვეძებოთ, რაც პირველ რიგში, ჟურნალისტების მიერ საკუთარი პროფესიის ხელახალ გააზრებას გულისხმობს. როგორც ანტეოსისა და ჰერაკლეს შესახებ ძველი ბერძნული მითი გვამცნობს, ანტეოსი მანამ იყო დაუმარცხებელი, სანამ მშობელ დედასთან, დედამიწასთან ჰქონდა კავშირი. თუკი პრესაც აღადგენს კავშირს საზოგადოებასთან და ორიენტირებას საზოგადოებრივ ინტერესებზე მოახდენს, იგი შესძლებს მომზადებული შეხვდეს ახალ გამოწვევებს. სამწუხაროდ, დღევანდელი ვითარება ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. რომელიმე ფაბრიკის მუშას შესაძლოა, პროფესიული ღირსების გაცილებით მეტი გრძნობა და საკუთარი ღირსებისა თუ უფლებებისთვის ბრძოლის მეტი სურვილი ჰქონდეს, ვიდრე ქართველ ჟურნალისტებს აქვთ. ის ოქროს გალიები, რომლებიც მეპატრონეებმა ზოგიერთ ჟურნალისტს შეუქმნეს, ალბათ, დასათმობად რთული და იდეებისთვის ბრძოლის დასაწყებად საკმაოდ კომფორტულია.


თუმცა, იმედი რომ ეს პრობლემა მოგვარდება მაინც არის, ძირითადად ახალი რესურსების ხარჯზე, რომელიც ახალი ტიპის განათლებას იღებს. წლების განმავლონაში ძირითადი სკოლა, რომელიც ბაზარს ჟურნალისტური კადრებით უზრუნველყოფდა, უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი იყო, რომელსაც სათავეში იდეოლოგიის დარგში ცეკას ყოფილი მდივანი ნუგზარ ფოფხაძე ედგა. ბუნებრივია, ეს ფაკულტეტი სამოქალაქო ფასეულობების შეძენისათვის საუკეთესო ადგილი ვერ იქნებოდა. ახალი ჟურნალისტური სკოლები, განსაკუთრებით კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლა, რომელიც GIPA-ს ბაზაზე არსებობს, შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ მაინც უშვებს ახალ კადრებს. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ახალი სისხლი, რომელიც იქნება მედიაში ახალი პრინციპებისა და ფასეულობების დამკვიდრების თვალსაზრისით კატალიზატორის როლს შესარულებს. მნიშვნელოვანია, განათლების მიმდინარე რეფორმა, რომლის შედეგად, სავარაუდოდ, პროფესიონალური ჟურნალისტური განათლების კერებისა და ახალი კადრების რაოდენობა გაიზრდება.


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 1999 წლიდან მოქმედებს ინფორმაციის თავისუფლების აქტი, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ მყარ სამართლებრივ გარანტიებს ქმნის, ყველაზე ნაკლებად ამ შესაძლებლობებით ჟურნალისტები სარგებლობენ. ისინი იშვიათად მიმართავენ სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად. ამასთან სახელმწიფოში არ არსებობს ორგანო, რომელიც ზედამხედველობას გაუწევდა ინფორმაციის თავისუფლების ნორმების დაცვას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ. განვლილი წლის მანძილზე გარკვეულ ნეგატიურ მოვლენებსაც ჰქონდა ადგილი რაც, შესაძლოა, დღევანდელ ხელისუფლებაში შექმნილი ზოგადი ქაოსითაც იყოს გამოწვეული. ამა თუ იმ მიზეზის გამო, გამჭვირვალეობის ხარისხმა ამ ხნის განმავლობაში იკლო და ადრინდელთან შედარებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დონეც გაუარესდა. ამ მიმართულებით, მდგომარეობის ნორმალიზების მიზნით, მიზანშეწონილია ადმინისტრაციულ ორგანოებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქციის ომბუდსმენისათვის დაკისრება, რომელიც საკმაოდ ენერგიულად შეუდგა საკუთარი მოვალეობების შესრულებას და არის იმედი, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი წინსვლაც გვექნება. ზოგადად, საჯარო დაწესებულებები ხელმისაწვდომია იმ ჟურნალისტებისთვის, რომელთაც აქვთ აქტიური მოქმედების სურვილი და პირველივე წინააღმდეგობისას ფარ-ხმალს არ ყრიან.

გამოქვეყნების დრო 27/11/2012