ქართველ მუსლიმთა კავშირი: მდგომარეობა წინწყაროში დემოკრატიის მხრივ კრახის ტოლფასია
07/12/2012 // Comments Offსოფელ წინწყაროში მიმდინარე რელიგიური დაპირისპირების შესახებ ქართველ მუსლიმთა კავშირი განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და საპატრიარქოს მიმართავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სოფელ წინწყაროში ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი მოითხოვს მუსლიმთა საერთო პარასკევის ლოცვის შეწყვეტასა და მეჩეთზე უარის თქმას. “მოგახსენებთ, რომ საქართველოს მუსლიმებისადმი უკიდურესი შეუწყნარებლობის გამოხატვამ ტენდენციის ხასიათი მიიღო. სოფელ წინწყაროში ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობის ნაწილი უკანონოდ და აგრესიულად მოითხოვს მუსლიმთა საერთო პარასკევის ლოცვის შეწყვეტასა და მეჩეთზე უარის თქმას. მუსლიმების მისამართით გამუდმებით გაისმის მუქარა და შეურაცხყოფა. სოფელ წინწყაროში ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი სისხლისღვრით ემუქრება მშვიდობიან მუსლიმებს. ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან, ნებისმიერ ფასად ჩაშალონ პარასკევის ტრადიციული ლოცვა და ალაგმონ მეჩეთი. ჩვენს შეშფოთებას იწვევს საქართველოს პარლამენტის ზოგირთი წევრის არაკომპეტენტური განცხადებები. მოცემული განცხადებები კიდევ უფრო ძაბავს ისედაც დაძაბულ მდგომარეობას. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისაგან, რის შესახებაც ნაკლებად ინფორმირებულები არიან”, – აცხადებენ მუსლიმთა კავშირში. განცხადებაში ნათქვამია, რომ წინწყაროში მცხოვრებ მუსლიმებს ლოცვის გამართვა დღეს სურთ, თუმცა თავს დაცულად ვერ გრძნობენ. “აქედან გამომდინარე, მათ, სავარაუდოდ, გაუჭირდებათ განახორციელონ პარასკევის ტრადიციული ლოცვა. მოცემულ მდგომარეობას ვაფასებთ, როგორც საქართველოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების რეალიზების მხრივ კრახის ტოლფასად, რაც ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. იმედს ვიტოვებთ, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი, სამართალდამცავი ორგანოები მიიღებენ შესაბამის ზომებს”, – ნათქვამია განცხადებაში. სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი ნოემბრის ბოლოს დაიწყო. ადგლობრივმა ეკომიგრანტებმა სვანეთიდან, თანასოფლელ ეკომიგრანტებს აჭარიდან სიტყვიერი შეურაცხყოფითა და ძალადობის მუქარით მუსლიმური სამლოცველოს დახურვა მოსთხოვეს. კერძო სახლში სამლოცველო უკვე მესამე თვეა მოქმედებს. ადგილობრივები სოფლიდან მუსლიმების გაძევებით იმუქრებიან.
წყარო: http://www.tabula.ge/article-26711.html
ტაბულა © 2012
Similar posts
-
რეფორმების საგზაო რუკა ახალი რესპუბლიკისათვის ...
13/04/2022 // Comments Offთავისუფლების ინსტიტუტი რეფორმების საგზაო რუკის მზადებას იწყებს. პროექტი ახალი რესპუბლიკა შეიმუშა...
-
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა არ ჩავარდება ...
25/12/2019 // Comments Offსაქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თქმით, მზადდება კანონპროექტი რომლითაც ცვლილება შევა...
-
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა - თავისუფლების ინსტიტუტის განცხ ...
15/01/2013 // Comments Offთავისუფლების ინსტიტუტი მიესალმება მთავრობის ინიციატივას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება გავრცელდეს...
-
NDI: 51% – მუსლიმ მოქალაქეებს მსახურების ჩატარების უფ ...
15/01/2013 // Comments Offეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღე...
-
თავისუფლების ინსტიტუტის განცხადება ...
14/01/2013 // Comments Offთავისუფლების ინსტიტუტი შეშფოთებას გამოთქვამს ჯაშუშობასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევის გამო მს...
-
არასამთავრობოები: ეს შესაძლოა გახდეს ეთნიკური და რელ ...
18/12/2012 // Comments Offარასამთავრებო ორგანიზაციები „უფლებების სკოლა“ და „ტოლერანტობის სახლი“ სოფელ წინ...
-
სოფელ წინწყაროში მუსლიმთა ღვთისმსახურებას მოსახლეობ ...
18/12/2012 // Comments Offთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ადგილობრივი ეკომიგრანტი სვანები,...
-
საპატრიარქო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისაკენ მოუ ...
18/12/2012 // Comments Offსაპატრიარქო ხელისუფლებასა და საზოგადოებას "მსგავსი ქმედებისა და "ცილისწამების...