თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » დე­პუ­ტა­ტი უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან: სახ­ლში ვი­საც უნ­და ილო­ცოს, სხვას ნუ შე­ა­წუ­ხე­ბენ

დე­პუ­ტა­ტი უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან: სახ­ლში ვი­საც უნ­და ილო­ცოს, სხვას ნუ შე­ა­წუ­ხე­ბენ

Written by Administrator   // 05/12/2012   // Comments Off

სო­ფელ წინ­წყა­რო­ში, სა­დაც რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბა ერ­თი კვი­რაა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბი, სო­სო ჯაჭ­ვლი­ა­ნი და ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე ჩა­ვიდ­ნენ. კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წინ­წყა­რო­ში ჩა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი სოფ­ლის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს შეხ­ვდნენ. ერთ-ერ­თი მო­ქა­ლა­ქის გან­ცხა­დე­ბა­ზე, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ სოფ­ლის ახალ­გაზ­რდე­ბი პა­რას­კევს მუს­ლი­მებს ლოც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცე­მენ და ამას მსხვერ­პლი მოჰ­ყვე­ბა, დე­პუ­ტა­ტი ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე აც­ხა­დებს: “გარ­და­უ­ვა­ლია ეგ”. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით: “უნ­დათ ვი­თომ, რომ მა­თი უფ­ლე­ბე­ბი არ და­ირ­ღვეს, მაგ­რამ ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბიც ხომ ირ­ღვე­ვა? მო­სახ­ლე­ო­ბა დამ­შვიდ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი, ვინც ჯვა­რი მოჭ­რა, პა­სუხს აგე­ბენ. რას ჰქვია ჯვა­რი მოჭ­რან, ამას სა­ხე­ლი არ ჰქვია. ეს არის ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბა, რომ წყა­ლი აამ­ღვრი­ოს”. სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე ჯვარ­ზე, რომ­ლე­ბიც წინ­წყა­როს ერთ-ერ­თი სა­საფ­ლა­ოს ჭიშ­კრი­დან უც­ნობ­მა პი­რებ­მა ჩა­მოხ­სნეს. სოფ­ლის რე­ლი­გი­უ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ამ სა­საფ­ლა­ო­ზე მუს­ლი­მე­ბი იმარ­ხე­ბი­ან და გა­ურ­კვე­ვე­ლია, რა­ტომ უნ­და იყოს სოფ­ლის სა­საფ­ლა­ოს ჭიშ­კარ­ზე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიმ­ბო­ლო, რო­ცა სა­საფ­ლაო სა­ერ­თოა ორი რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. ჯვრის ჩა­მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­სო ჯაჭ­ვლი­ა­ნი აც­ხა­დებს: “და­ვას­ჯე­ვი­ნებთ ადა­მი­ა­ნებს, ვინც გა­ბე­და, იკად­რა და ჯვარს ხე­ლი ახ­ლო. აქ თქვეს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყოო და ეხ­ლა ვი­სი ხე­ლი ურე­ვია და რა ხე­ლი ურე­ვია, სა­მარ­თა­ლი გა­არ­კვევს. დღეს­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს ვნა­ხავთ და ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა”. ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით კი: “თუ ლა­პა­რა­კია უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე, მო­ლა რომ ილო­ცებს დი­ლის 6 სა­ათ­ზე, რა­ტომ არ უშ­ვებთ იმას, რომ და­ირ­ღვე­ვა ქრის­ტი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბიც? დი­ლის 6 სა­ათ­ზე იქ­ნებ არ უნ­დათ მო­ის­მი­ნონ მუ­სულ­მა­ნე­ბის ლოც­ვა. სახ­ლში ვი­საც უნ­და ილო­ცოს, სხვას ნუ შე­ა­წუ­ხე­ბენ თა­ვი­სი ქმე­დე­ბით”. გუ­შინ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის სა­ხელ­ზე მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც მომ­ხდა­რის შეს­წავ­ლა­სა და რე­ა­გი­რე­ბას ით­ხოვს: “სოფ­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი აპ­რო­ტეს­ტებს მუს­ლი­მი მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან რე­ლი­გი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბას, რის გა­მოც, მა­რად ღორ­ჯო­მე­ლა­ძე­ზე (მე­ჩე­თის წი­ნამ­ძღვა­რი) რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებს. კერ­ძოდ, 2012 წლის 29 ნო­ემ­ბერს მა­რად ღორ­ჯო­მე­ლა­ძეს რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე სოფ­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და­უ­პი­რის­პირ­და. მას მი­ა­ყე­ნეს სიტ­ყვი­ე­რი შე­უ­რაც­ხყო­ფა და და­ე­მუქ­რნენ, რომ თუ არ შეწ­ყვეტ­და მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბას, და­უწ­ვავ­დნენ სახლს და გა­ა­ძე­ვებ­დნენ სოფ­ლი­დან. ამას­თან, გან­მცხა­დებ­ლის გან­მარ­ტე­ბით, მი­სი ოჯა­ხის მი­მართ მუ­ქა­რა დღემ­დე გრძელ­დე­ბა”, – ნათ­ქვა­მია მი­მარ­თვა­ში.

წყარო: http://www.tabula.ge/article-26658.html
ტაბულა © 2012


Similar posts

Comments are closed.