თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » ტო­ლე­რან­ტო­ბის ცენ­ტრი: ის­ტო­რი­ულ კა­თო­ლი­კურ ტა­ძარს იერ­სა­ხეს უც­ვლი­ან

ტო­ლე­რან­ტო­ბის ცენ­ტრი: ის­ტო­რი­ულ კა­თო­ლი­კურ ტა­ძარს იერ­სა­ხეს უც­ვლი­ან

Written by Administrator   // 30/11/2012   // Comments Off

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან არ­სე­ბუ­ლი ტო­ლე­რან­ტო­ბის ცენ­ტრი უდეს კა­თო­ლი­კუ­რი ტაძ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: ”ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ უდე­ში მდე­ბა­რე ის­ტო­რი­უ­ლი კა­თო­ლი­კუ­რი ტაძ­რის იერ­სა­ხის შეც­ვლა, გა­ლავ­ნი­სა და გუმ­ბა­თის გა­და­კე­თე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. 1990–იან წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფომ ნა­გე­ბო­ბა მარ­თლამ­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­პატ­რი­არ­ქოს გა­დას­ცა, თუმ­ცა ეკ­ლე­სი­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ზე­პი­რი შთან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბო­ლო დრომ­დე ტაძ­რის პირ­ვან­დელ იერ–სა­ხე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყო. ეს არის ხუ­თი­დან ერთ–ერ­თი ტა­ძა­რი, რომ­ლის ის­ტო­რი­უ­ლი მე­პატ­რო­ნი­სათ­ვის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კითხს კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სია მუდ­მი­ვად სვამს. ტა­ძა­რი 1904-1906 წლებ­ში კა­თო­ლი­კე ქარ­თვე­ლე­ბის მი­ერ აი­გო. ეკ­ლე­სი­ის სამ­ხრეთ და ჩრდი­ლო­ეთ ფა­სად­ზე ჩა­ყო­ლე­ბუ­ლია ფი­ლე­ბი, რო­მელ­ზეც წარ­წე­რი­ლია, რომ ეკ­ლა­სია აგე­ბუ­ლია ქარ­თვე­ლი კა­თო­ლი­კე­ე­ბის მი­ერ, მუს­ლი­მი თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით. ეკ­ლე­სი­ის გუმ­ბა­თის ჯვარ­ზე კი, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ტო­ლი­კე­ბი აც­ხა­დე­ბენ, ამოტ­ვიფ­რუ­ლია წარ­წე­რა: ჯვა­რი ჩა­მო­ის­ხა 127 კა­თო­ლი­კეს შე­სა­წი­რით. 1930-იან წლებ­ში კა­თო­ლი­კე მღვდელ­მსა­ხუ­რი და­ა­პა­ტიმ­რეს, ხო­ლო ტა­ძა­რი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის საწ­ყო­ბად აქ­ცი­ეს. 1990–იან წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფომ ეკ­ლე­სია სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ას გა­დას­ცა და მას შემ­დეგ იქ ლოც­ვა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი წე­სით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ად­გი­ლობ­რი­ვი კა­თო­ლი­კე მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და არა­ლის კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ის მღვდლის, მი­ხე­ილ სურ­მა­ვას ცნო­ბით, 2012 წლის ზაფ­ხუ­ლის მი­წუ­რულ­სა და სექ­ტემ­ბერ­ში და­ინ­გრა ეკ­ლე­სი­ის ძვე­ლი გა­ლა­ვა­ნი და აშენ­და ახა­ლი. ძველ გა­ლა­ვან­ში ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი ფი­ლე­ბი, რო­მელ­ზეც ჯვრე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი და გა­ლავ­ნის ორ­ნა­მენ­ტე­ბი, ახ­ლა ეკ­ლე­სი­ის ეზო­შია მი­მო­ფან­ტუ­ლი. ეკ­ლე­სი­ი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 25–30 მეტ­რის მო­შო­რე­ბით შენ­დე­ბა ახა­ლი სამ­რეკ­ლო და სხვა სა­თავ­სო­ე­ბი. მას შემ­დეგ რაც სექ­ტემ­ბერ­ში, ამ მშე­ნებ­ლო­ბი­სად­მი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა ად­გი­ლობ­რივ­მა კა­თო­ლი­კურ­მა თემ­მა, მშე­ნებ­ლო­ბა შე­ჩერ­და. თუმ­ცა ა.წ. ნო­მებ­რი­დან მშე­ნებ­ლო­ბა სრუ­ლად გა­ნახ­ლდა და იგი შე­ე­ხო ეკ­ლე­სი­ის გუმ­ბათ­საც. უდეს ღვთის­მშობ­ლის ტა­ძარს აქვს კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თა­ღო­ვა­ნი გა­და­ხურ­ვა და რო­გორც აღი­ნიშ­ნა, ამ გუმ­ბათ­ზე აღ­მარ­თუ­ლი ოყო წარ­წე­რი­ა­ნი ჯვა­რი, სა­დაც ეწე­რა, რომ ჯვა­რი 127 კა­თო­ლი­კეს შე­ნა­წი­რით ჩა­მო­ის­ხა. ტაძ­რის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი წი­ნამ­ძღვრის, მღვდელ გრი­გო­ლი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, გუმ­ბათ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ ტა­ძარ­ში წვი­მა ჩა­დი­ო­და, რა­საც ტაძ­რის ში­და ხე­დიც ადას­ტუ­რებს; მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე ტაძ­რის მღვდელ­მა, ტო­ლე­რან­ტო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში გა­ნაც­ხა­და, რომ და­გეგ­მი­ლია, ტა­ძა­რი სო­ლი­სე­ბუ­რად გა­და­ხუ­რონ, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სა­ეკ­ლე­სიო არ­ქი­ტექ­ტუ­რის ყა­ი­და­ზე, ხო­ლო ჯვა­რი „და­ამ­შვე­ნონ“ და მას ფრთე­ბი გა­უ­ზარ­დონ. მღვდელ­მა გრი­გოლ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ მე–20 სა­უ­კუ­ნე­ში აშე­ნე­ბუ­ლი ეკ­ლე­სია კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლი ვერ იქ­ნე­ბა და ამი­ტომ რე­კონ­სტრუქ­ცი­ის დაწ­ყე­ბა კულ­ტუ­რის სა­მინ­ტროს­თან არ შე­უ­თან­ხმე­ბი­ათ. კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე კი დას­ტურ­დე­ბა, რომ უდეს ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი შე­ტა­ნი­ლია უძ­რა­ვი ძეგ­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ეს­ტრში და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს კულ­ტუ­რის უძ­რა­ვი ძეგ­ლის სტა­ტუ­სი. (სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის , ძეგ­ლთა დაც­ვი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა N 3/133. 2006 წ. 30 მარ­ტი. ქ. თბი­ლი­სი). სო­ფელ უდი­სა და არა­ლის კა­თო­ლი­კე მრევ­ლის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ლა­თინ კა­თო­ლი­კე­თა სა­მო­ცი­ქუ­ლო ად­მი­ნის­ტრა­ტორ­მა, ეპის­კო­პოს­მა ჯუ­ზე­პე პა­ზო­ტომ წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლთა დაც­ვის მი­ნისტრს, გუ­რამ ოდი­შა­რი­ას. წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია: „დაწ­ყე­ბუ­ლია სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი უდეს ეკ­ლე­სი­ა­ში, რო­მელ­საც კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სია მი­იჩ­ნევს თა­ვის კა­ნო­ნი­ერ სა­კუთ­რე­ბად. უდის ღვთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია აგე­ბულ იქ­ნა ქარ­თველ კა­თო­ლი­კე­თა მი­ერ 1905 წელს. ეს ტა­ძა­რი 90–იან წლებ­ში უსა­მარ­თლოდ გა­და­ე­ცა მარ­თლა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას. იმის გა­მო, რომ ამ ნა­გე­ბო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს და­ვა, სა­მარ­თლის ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბის მი­ხედ­ვით, ამ და­ვის გა­დაწ­ყვე­ტამ­დე, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და შე­ნარ­ჩუნ­დეს პირ­ვან­დე­ლი სა­ხით. ამ­გვა­რად იყო დღემ­დე, მაგ­რამ ახ­ლა ტა­ძარ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­იწ­ყო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ყო­ველ­გვა­რი გაფ­რთხი­ლე­ბის გა­რე­შე, და ამ სა­მუ­შა­ო­ე­ბის მი­ზა­ნია ნა­გე­ბო­ბის რა­დი­კა­ლუ­რი შეც­ვლა…“. კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლთა დაც­ვის მი­ნის­ტრის სა­ხელ­ზე გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი გა­და­ეგ­ზავ­ნა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან არ­სე­ბუ­ლი ტო­ლე­რან­ტო­ბის ცენტრს დაწ­ყე­ბუ­ლი აქვს სა­კითხს შეს­წავ­ლა. 2012 წლის 28 ნო­ემ­ბერს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან არ­სე­ბუ­ლი ტო­ლე­რან­ტო­ბის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სო­ფელ უდე­ში, და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და ფო­ტო­ე­ბით აღ­ბეჭ­დეს მიმ­დი­ნა­რე რე­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.”

წყარო: http://www.tabula.ge/article-26545.html
ტაბულა © 2012


Similar posts

Comments are closed.