სოფელ წინწყაროში მუსლიმთა ღვთისმსახურებას მოსახლეობა ეწინააღმდეგება
30/11/2012 // Comments Offთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ადგილობრივი ეკომიგრანტი სვანები, ასევე ეკომიგრანტ აჭარლებს რწმენის ნიადაგზე უპირისპირდებიან. როგორც სოფლის მუსლიმური სამლოცველოს წინამძღვარი მარად გორჯომელაძე ტაბულასთან საუბარში აცხადებს, მას სოფლის 40-მდე ქრისტიანი მოსახლე ქალაქის ცენტრში ორჯერ დახვდა, მისგან სამლოცველოს გაუქმება მოითხოვა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სოფლიდან გასახლებით დაემუქრა. მარად გორჯომელაძის განმარტებით, სოფელში მუსლიმური სამლოცველო რამდენიმე თვეა მოქმედებს, რაზეც ადგილობრივ მოსახლეობას პროტესტი აქამდე არ გამოუხატავს. დაპირისპირება კი სამი დღის წინ, დაიწყო. ”მეუბნებიან რომ აქ ვერ ვილოცებ და სოფლიდან გამასახლებენ, არ გქონდა მეჩეთის მოწყობის უფლებაო. სოფლის ცენტრში ჩემს საცემად იწევდა ხალხი. ვითხოვთ დახმარებას, სოფელში ვრცელდება ხმები რომ სამლოცველო თურქმა ააშენა, რაც სიმართლე არ არის. გვაგინებენ და გვლანძღავენ, თათრები ხართ და აქ ვერ ილოცებთო” – ამბობს სოფელ წინწყაროს სამლოცველოს წინამძღვარი. ისლამის მოთხოვნით, მუსლიმები ყოველ პარასკევს ერთად უნდა შეიკრიბონ და ლოცვა აღავლინონ. სოფლის წინამძღვარი ამბობს, რომ ხვალ შესაძლოა მოსახლეობამ მათ რელიგიური მსახურების აღსრულებაში ხელი შეუშალოს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მუსლიმთა ლოცვას ქრისტიანები ხელს უშლიან. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მუსლიმთა მიმართ აგრესიის ტალღა ორი თვის წინ აგორდა.
წყარო: http://www.tabula.ge/article-26542.html
ტაბულა © 2012
Similar posts
-
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა - თავისუფლების ინსტიტუტის განცხ ...
15/01/2013 // Comments Offთავისუფლების ინსტიტუტი მიესალმება მთავრობის ინიციატივას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება გავრცელდეს...
-
NDI: 51% – მუსლიმ მოქალაქეებს მსახურების ჩატარების უფ ...
15/01/2013 // Comments Offეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღე...
-
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა არ ჩავარდება ...
15/01/2013 // Comments Offსაქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის თქმით, მზადდება კანონპროექტი რომლითაც ცვლილება შევა...
-
თავისუფლების ინსტიტუტის განცხადება ...
14/01/2013 // Comments Offთავისუფლების ინსტიტუტი შეშფოთებას გამოთქვამს ჯაშუშობასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევის გამო მს...
-
არასამთავრობოები: ეს შესაძლოა გახდეს ეთნიკური და რელ ...
18/12/2012 // Comments Offარასამთავრებო ორგანიზაციები „უფლებების სკოლა“ და „ტოლერანტობის სახლი“ სოფელ წინ...
-
ქართველ მუსლიმთა კავშირი: მდგომარეობა წინწყაროში დემ ...
18/12/2012 // Comments Offსოფელ წინწყაროში მიმდინარე რელიგიური დაპირისპირების შესახებ ქართველ მუსლიმთა კა...
-
საპატრიარქო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისაკენ მოუ ...
18/12/2012 // Comments Offსაპატრიარქო ხელისუფლებასა და საზოგადოებას "მსგავსი ქმედებისა და "ცილისწამების...
-
რიჩარდ ნორლანდი წინწყაროში ვითარების გასაცნობად ჩადი ...
14/12/2012 // Comments Offთეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და სახალხო დამცვე...