თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » აშშ-ს ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ზე იმ­სჯე­ლა

აშშ-ს ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ზე იმ­სჯე­ლა

Written by Administrator   // 24/11/2012   // Comments Off

სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა აშშ-ს კონ­გრეს­ში, ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლეს. რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია რუს­თა­ვი-2 იუწ­ყე­ბა, სხდო­მა მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხს მი­ეძ­ღვნა. შეხ­ვედ­რას სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და და­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­კი­თებ­ში ტო­მას მე­ლია და ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ კრის სმიტ­მა სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებ­ში მომ­ხდარ ძა­ლა­დო­ბა­ზე მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი გა­დად­გა და და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი და­ა­პა­ტიმ­რეს. „მთავ­რო­ბამ გა­ნაც­ხა­და, რომ დას­ჯის და­ნა­შა­უ­ლის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს. ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით ამ ქმე­დე­ბებს,“ – გა­ნაც­ხა­და კონ­გრეს­მენ­მა. ამა­ვე დროს მი­სი თქმით, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლის გი­გა ბო­კე­რი­ას გან­ცხა­დე­ბაც იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მთავ­რო­ბამ და­უშ­ვა დი­დი შეც­დო­მა, რომ სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­ა­ფა­სა სიგ­ნა­ლე­ბი ომ­ბუდ­სმე­ნის­გან და სა­მო­ქა­ლა­ქო ჯგუ­ფე­ბის­გან პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ. რო­გორც, თა­ვის მხრივ, სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლე ტო­მას მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, „პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა იმოქ­მე­და სწრა­ფად და სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­დე­საც შეც­ვა­ლა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი. ახა­ლი მი­ნის­ტრი კი კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი გახ­და“. იგი ასე­ვე მი­ე­სალ­მა მი ფაქტს, რომ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­კუ­თარ მომ­ხრე­ებს სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და. „ვფიქ­რობ, ორი­ვე მხა­რემ ამ საქ­ცი­ე­ლით სწო­რი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო,“ – აღ­ნიშ­ნა მე­ლი­ამ. ექ­სპერ­ტმა არი­ელ კო­ენ­მა აღ­ნიშ­ნა, „სა­ზა­რელ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ“ ქარ­თულ ცი­ხე­ებ­ში მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ადა­მი­ა­ნებ­ზე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მის გა­რეთ. „ეს არ უნ­და იყოს შეწ­ყნა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ირ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც ეს­წრაფ­ვის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ. თუმ­ცა, ასე­თი ძა­ლა­დო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ხდე­ბა ყველ­გან. ჩვენ გვახ­სოვს აბუ-გრე­ი­ბის სკან­და­ლი, ასე­ვე შემ­თხვე­ვე­ბი ალა­ბა­მა­სა და მი­ჩი­გა­ნის ცი­ხე­ებ­ში და­ი­სეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გორც ალ­ბა­ნე­თია. იმე­დის მომ­ცე­მია, რომ მთავ­რო­ბამ და­დო პი­რო­ბა გა­მო­ძი­ე­ბი­სა და სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ფორ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამა­ზე ნაკ­ლებს არა­ფერს უნ­და ვე­ლო­დოთ“, – აღ­ნიშ­ნა ამე­რი­კელ­მა ექ­სპერ­ტმა. ევ­რო­პა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და უსაფ­რთხო­ე­ბის კო­მი­სია, რო­მე­ლიც აშშ-ს ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის სა­ხე­ლი­თაც არის ცნო­ბი­ლი, ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ა­გენ­ტოა, რომ­ლის ფუნ­ქცი­ას ჰელ­სინ­კის შე­თან­ხმე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, ასე­ვე ეუ­თო-ს წევრ ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ის, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა წარ­მო­ად­გენს. კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან: ცხრა სე­ნა­ტო­რი, წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის ცხრა, სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის, თავ­დაც­ვი­სა და ვაჭ­რო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის თი­თო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

წყარო: http://www.tabula.ge/article-25098.html
ტაბულა © 2012


Similar posts

Comments are closed.