თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » თავისუფლების ინსტიტუტის განცხადება

თავისუფლების ინსტიტუტის განცხადება

Written by Administrator   // January 14, 2013   // Comments Off

თავისუფლების ინსტიტუტი შეშფოთებას გამოთქვამს ჯაშუშობასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევის გამო მსჯავრდებულთა მასიური გათავისუფლების გამო. მიგვაჩნია, რომ ეს უხეშად არღვევს კონსტიტუციური წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს, საფუძველს ურყევს დემოკრატიულ წესწყობილებას, საფრთხეს უქმნის ეროვნულ უშიშროებასა და მოქალაქეთა უსაფრთხოებას.
ჯაშუშებისა და მოძალადეების გათავისუფლებას საერთო არაფერი აქვს ჰუმანიზმთან და სამართლიანობასთან. აღნიშნული მოქმედება მხოლოდ წინა ხელსუფლების წინააღმდეგ იაფფასიან ანგარიშსწორებად შეიძლება შეფასდეს, სადაც რიგითი მოქალაქეები და მთლიანად ქართული სახელმწიფოებრიობა თავისდა უნებურად უპასუხისმგებლო პოლიტიკური თამაშის მძევლების როლში აღმოჩდნენ
ცხადი ხდება, რომ პოლიტიკური ლიდერები ქვეყნის ინტერესის ნაცვლად მხოლოდ საკუთარ ვიწროპარტიულ ამოცანებს ემსახურებიან. ამ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ყოველი მოქალაქის პოზიციას ქართული სახელმწიფოებრიობისა დასავლური ორიენტაციის დასაცავად. მხოლოდ საზოგადოების აქტიურობა აიძულებს უმწიფარ პოლიტიკოსებს გამოფხიზლდნენ და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რაც თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს თავიდან ააცილებს 90 წლების კრიმინალურ ქაოსში დაბრუნებას


Similar posts

Comments are closed.

    There are no comments