თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » სა­პატ­რი­არ­ქო სიტ­ყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზ­ღუდ­ვი­სა­კენ მო­უ­წო­დებს

სა­პატ­რი­არ­ქო სიტ­ყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზ­ღუდ­ვი­სა­კენ მო­უ­წო­დებს

Written by Administrator   // December 18, 2012   // Comments Off

სა­პატ­რი­არ­ქო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას “მსგავ­სი ქმე­დე­ბი­სა და “ცი­ლის­წა­მე­ბი­სა­გან ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის და­სა­ცა­ვად” “შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის” მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. ეს გან­ცხა­დე­ბა მოყ­ვა თე­ო­ლოგ ზე­ლიმ­ხარ უძი­ლა­უ­რის პუბ­ლი­კა­ცი­ას.  წე­რი­ლი სა­ხე­ლით “პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვა!!!”, უძი­ლა­ურ­მა 16 დე­კემ­ბერს თა­ვის Facebook გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რის მი­მარ­თვის იმი­ტა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს.  უძი­ლა­უ­რი ილია მე­ო­რის სა­ხე­ლით და­სავ­ლეთს მო­უ­წო­დებს ზურ­გი არ შე­აქ­ცი­ონ სა­ქარ­თვე­ლოს და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ი­ღონ ნა­ტო­ში. წე­რილ­ში ასე­ვე სა­უ­ბა­რია ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ გა­ტა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კურ რეპ­რე­სი­ებ­ზე, უკ­რა­ი­ნი­ზა­ცი­ის საფ­რთხე­სა და რუ­სე­თის აგ­რე­სი­ა­ზე.  აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვად სა­პატ­რი­არ­ქო სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბა­ში­ვე ადას­ტუ­რებს, რომ “გო­ნი­ე­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მიხ­ვდე­ბა, რომ მი­სი უწ­მინ­დე­სო­ბის გან­ცხა­დე­ბებს ავ­რცე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო და არა ვინ­მე კერ­ძო პი­რი, სა­კუ­თა­რი ვებ-გვერ­დით; მიხ­ვდე­ბა იმა­საც, რომ ეს არის შეგ­ნე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცია და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ქმე­დე­ბა; თუმ­ცა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცეს ან დაბ­რკოლ­დეს”. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­პატ­რი­არ­ქო ამ ტექსტს მა­ინც ცი­ლის­მწა­მებ­ლუ­რად მი­იჩ­ნევს.  აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სიტ­ყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, გან­ცხა­დე­ბა ცი­ლის­წა­მედ­ბად რომ ჩა­ით­ვა­ლოს, ის რამ­დე­ნი­მე პი­რო­ბას უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. მათ შო­რის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი იყოს სა­დაო გან­ცხა­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის ფაქ­ტი. სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბა­ში სა­პატ­რი­არ­ქოს არ გა­ნუ­მარ­ტავს, რა­ში გა­მო­ი­ხა­ტა მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი, თუ­კი თა­ვად­ვე აღი­ა­რებს, რომ ყვე­ლა გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის იმ­თა­ვით­ვე ნა­თე­ლი იყო, რომ უძი­ლა­უ­რის მი­ერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იმი­ტა­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­და.

წყარო: http://www.tabula.ge/article-27000.html
ტაბულა © 2012


Similar posts

Comments are closed.

    There are no comments