თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » თავისუფლების ინსტიტუტის განცხადება

თავისუფლების ინსტიტუტის განცხადება

Written by Administrator   // December 7, 2012   // Comments Off

თავისუფლების ინსტიტუტი გმობს ბოლო პერიოდში, საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ ძალადობისა და ზეწოლის ფაქტებს.
საქართველოში რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მიერ, რელიგიურ უმცირესობათა უფლებების შეზღუდვა, უახლესი ისტორიის მძიმე ტვრითად რჩება.
სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგ, უმცირესობათა შევიწროვების ფაქტები კვლავ რადიკალური დაჯგუფებებისთვის დამახასიათებელი სტილით წარიმართა, რასაც შედეგად მუსლიმი მრევლის მიმართ სიძულვილის ახალი ტალღის აგორება მოჰყვა.
იმედს ვიტოვებთ, რომ რელიგიური დაპირისპირებების ტალღა არ არის პოლიტიკური უმრავლესობის ლიდერების, ან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედი რადიკალური ჯგუფების მიერ წაქეზებული. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ხელისუფლებისთვის რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილ დაძაბულობასთან გამკლავება რთული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, ჯერ-ჯერობით სამართალდამცავი ორგანოებს არცერთი პიროვნება არ დაუსჯიათ.
იმედს ვიტოვებთ, რომ მთავრობის ნეიტრალური პოზიცია მხოლოდ დროებითი მოვლენაა და ქვეყანაში ახლადჩატარებულ არჩევნებს უკავშირდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო კვლავ დადგება რელიგიური სიძულვილისა და შუღლის გაღვივების საფრთხის წინაშე, რაც ძალიან უარყოფითად აისახება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.


Similar posts

Comments are closed.

    There are no comments