თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რი: მდგო­მა­რე­ო­ბა წინ­წყა­რო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის მხრივ კრა­ხის ტოლ­ფა­სია

ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რი: მდგო­მა­რე­ო­ბა წინ­წყა­რო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის მხრივ კრა­ხის ტოლ­ფა­სია

Written by Administrator   // December 7, 2012   // Comments Off

სო­ფელ წინ­წყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ლი­გი­უ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, პრე­მი­ერ­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს მი­მარ­თავს. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სო­ფელ წინ­წყა­რო­ში ქრის­ტი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი მო­ით­ხოვს მუს­ლიმ­თა სა­ერ­თო პა­რას­კე­ვის ლოც­ვის შეწ­ყვე­ტა­სა და მე­ჩეთ­ზე უა­რის თქმას.  “მო­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლი­მე­ბი­სად­მი უკი­დუ­რე­სი შე­უწ­ყნა­რებ­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვამ ტენ­დენ­ცი­ის ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. სო­ფელ წინ­წყა­რო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი უკა­ნო­ნოდ და აგ­რე­სი­უ­ლად მო­ით­ხოვს მუს­ლიმ­თა სა­ერ­თო პა­რას­კე­ვის ლოც­ვის შეწ­ყვე­ტა­სა და მე­ჩეთ­ზე უა­რის თქმას. მუს­ლი­მე­ბის მი­სა­მარ­თით გა­მუდ­მე­ბით გა­ის­მის მუ­ქა­რა და შე­უ­რაც­ხყო­ფა. სო­ფელ წინ­წყა­რო­ში ქრის­ტი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი სის­ხლის­ღვრით ემუქ­რე­ბა მშვი­დო­ბი­ან მუს­ლი­მებს. ისი­ნი აც­ხა­დე­ბენ, რომ მზად არი­ან, ნე­ბის­მი­ერ ფა­სად ჩა­შა­ლონ პა­რას­კე­ვის ტრა­დი­ცი­უ­ლი ლოც­ვა და ალაგ­მონ მე­ჩე­თი.  ჩვენს შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ზო­გირ­თი წევ­რის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი. მო­ცე­მუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი კი­დევ უფ­რო ძა­ბავს ისე­დაც და­ძა­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას. მო­ვუ­წო­დებთ მათ, თა­ვი შე­ი­კა­ვონ ისე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბი­სა­გან, რის შე­სა­ხე­ბაც ნაკ­ლე­ბად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან”, – აც­ხა­დე­ბენ მუს­ლიმ­თა კავ­შირ­ში. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ წინ­წყა­რო­ში მცხოვ­რებ მუს­ლი­მებს ლოც­ვის გა­მარ­თვა დღეს სურთ, თუმ­ცა თავს და­ცუ­ლად ვერ გრძნო­ბენ.  “აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­უ­ჭირ­დე­ბათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ პა­რას­კე­ვის ტრა­დი­ცი­უ­ლი ლოც­ვა. მო­ცე­მულ მდგო­მა­რე­ო­ბას ვა­ფა­სებთ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის მხრივ კრა­ხის ტოლ­ფა­სად, რაც ნე­გა­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო იმიჯ­ზე. იმედს ვი­ტო­ვებთ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი მი­ი­ღე­ბენ შე­სა­ბა­მის ზო­მებს”, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში. სო­ფელ წინ­წყა­რო­ში რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე კონ­ფლიქ­ტი ნო­ემ­ბრის ბო­ლოს და­იწ­ყო. ად­გლობ­რივ­მა ეკო­მიგ­რან­ტებ­მა სვა­ნე­თი­დან, თა­ნა­სოფ­ლელ ეკო­მიგ­რან­ტებს აჭა­რი­დან სიტ­ყვი­ე­რი შე­უ­რაც­ხყო­ფი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით მუს­ლი­მუ­რი სამ­ლოც­ვე­ლოს და­ხურ­ვა მოს­თხო­ვეს. კერ­ძო სახ­ლში სამ­ლოც­ვე­ლო უკ­ვე მე­სა­მე თვეა მოქ­მე­დებს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სოფ­ლი­დან მუს­ლი­მე­ბის გა­ძე­ვე­ბით იმუქ­რე­ბი­ან.

წყარო: http://www.tabula.ge/article-26711.html
ტაბულა © 2012


Similar posts

Comments are closed.

    There are no comments