თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი: ეს შე­საძ­ლოა გახ­დეს ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის და­საწ­ყი­სი წყარო

არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი: ეს შე­საძ­ლოა გახ­დეს ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის და­საწ­ყი­სი წყარო

Written by Administrator   // 03/12/2012   // Comments Off

არა­სამ­თავ­რე­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი „უფ­ლე­ბე­ბის სკო­ლა“ და „ტო­ლე­რან­ტო­ბის სახ­ლი“ სო­ფელ წინ­წყა­რო­ში რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბას სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვეს ბო­ლო პე­რი­ოდ­ში რე­ლი­გი­ურ და ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო.  „მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და რე­ლი­გი­უ­რი და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მხრი­დან სა­ჩივ­რე­ბის და დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში, რა­საც უფ­რო ამ­ძაფ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უმოქ­მე­დო­ბა, რო­მე­ლიც ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვალ­დე­ბუ­ლია, რომ ჩა­ე­რი­ოს და გან­მუხ­ტოს სი­ტუ­ა­ცია. სო­ფელ ნიგ­ვზი­ან­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გა­მოვ­ხა­ტეთ პრო­ტეს­ტი სა­ხელ­მწი­ფოს უმოქ­მე­დო­ბის მი­მართ და გა­მოვ­თქვით ვა­რა­უ­დი, რომ ამ ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბის არ მოხ­დე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებ­შიც მსგავს პრობ­ლე­მებს გა­მო­იწ­ვევ­და, სამ­წუ­ხა­როდ ჩვე­ნი ვა­რა­უ­დი გა­მარ­თლდა და სო­ფელ წინ­წყა­რო­შიც იგი­ვე ფაქ­ტი გან­მე­ორ­და“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.  „უფ­ლე­ბე­ბის სკო­ლა“ და „ტო­ლე­რან­ტო­ბის სახ­ლი“ მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ იმას, რომ სა­ხელ­მწი­ფო და­ნა­შა­ულ­ზე რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დენს.  „ნიგ­ვზი­ან­ში მომ­ხდარ ფაქ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ აგ­ვეხ­სნა სა­ზო­გა­დო­ბის­თვის, რომ ეს შე­საძ­ლოა გახ­დეს მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბი­სა და ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის და­საწ­ყი­სი. რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბის და­უს­ჯე­ლო­ბა შე­სა­ვა­ლია და­ნა­შა­უ­ლის ლე­გი­ტი­მა­ცი­ი­სა და კრი­მი­ნა­ლის ზრდი­სა. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სა­ხელ­მწი­ფოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს შე­ას­რუ­ლონ მა­თი უმ­თავ­რე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა და და­იც­ვან ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი, რა­თა ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­ში არ მი­ვი­ღოთ ჯვა­როს­ნუ­ლი ლაშ­ქრო­ბის მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი“ – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.  შე­გახ­სე­ნებთ, რომ სო­ფელ წინ­წყა­რო­ში რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე კონ­ფლიქ­ტი უკ­ვე ერ­თი კვი­რაა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სვა­ნე­თი­დან ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი ეკო­მიგ­რან­ტე­ბი თა­ნა­სოფ­ლელ ეკო­მიგ­რან­ტებს აჭა­რი­დან მუს­ლი­მუ­რი სამ­ლოც­ვე­ლოს და­ხურ­ვას თხო­ვენ.

წყარო: http://www.tabula.ge/article-26592.html
ტაბულა © 2012


Tags:

მუსლიმები

რელიგიის თავისუფლება

უმცირესობები

წინწყარო


Similar posts

Comments are closed.

    There are no comments