თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » სო­ფელ წინ­წყა­რო­ში მუს­ლიმ­თა ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა

სო­ფელ წინ­წყა­რო­ში მუს­ლიმ­თა ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა

Written by Administrator   // 30/11/2012   // Comments Off

თეთ­რიწ­ყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ წინ­წყა­რო­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი ეკო­მიგ­რან­ტი სვა­ნე­ბი, ასე­ვე ეკო­მიგ­რანტ აჭარ­ლებს რწმე­ნის ნი­ა­დაგ­ზე უპი­რის­პირ­დე­ბი­ან. რო­გორც სოფ­ლის მუს­ლი­მუ­რი სამ­ლოც­ვე­ლოს წი­ნამ­ძღვა­რი მა­რად გორ­ჯო­მე­ლა­ძე ტა­ბუ­ლას­თან სა­უ­ბარ­ში აც­ხა­დებს, მას სოფ­ლის 40-მდე ქრის­ტი­ა­ნი მო­სახ­ლე ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ორ­ჯერ დახ­ვდა, მის­გან სამ­ლოც­ვე­ლოს გა­უქ­მე­ბა მო­ით­ხო­ვა, ხო­ლო წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სოფ­ლი­დან გა­სახ­ლე­ბით და­ე­მუქ­რა. მა­რად გორ­ჯო­მე­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სო­ფელ­ში მუს­ლი­მუ­რი სამ­ლოც­ვე­ლო რამ­დე­ნი­მე თვეა მოქ­მე­დებს, რა­ზეც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას პრო­ტეს­ტი აქამ­დე არ გა­მო­უ­ხა­ტავს. და­პი­რის­პი­რე­ბა კი სა­მი დღის წინ, და­იწ­ყო. ”მე­უბ­ნე­ბი­ან რომ აქ ვერ ვი­ლო­ცებ და სოფ­ლი­დან გა­მა­სახ­ლე­ბენ, არ გქონ­და მე­ჩე­თის მოწ­ყო­ბის უფ­ლე­ბაო. სოფ­ლის ცენ­ტრში ჩემს სა­ცე­მად იწევ­და ხალ­ხი. ვით­ხოვთ დახ­მა­რე­ბას, სო­ფელ­ში ვრცელ­დე­ბა ხმე­ბი რომ სამ­ლოც­ვე­ლო თურ­ქმა აა­შე­ნა, რაც სი­მარ­თლე არ არის. გვა­გი­ნე­ბენ და გვლან­ძღა­ვენ, თათ­რე­ბი ხართ და აქ ვერ ილო­ცებ­თო” – ამ­ბობს სო­ფელ წინ­წყა­როს სამ­ლოც­ვე­ლოს წი­ნამ­ძღვა­რი. ის­ლა­მის მოთ­ხოვ­ნით, მუს­ლი­მე­ბი ყო­ველ პა­რას­კევს ერ­თად უნ­და შე­იკ­რი­ბონ და ლოც­ვა აღავ­ლი­ნონ. სოფ­ლის წი­ნამ­ძღვა­რი ამ­ბობს, რომ ხვალ შე­საძ­ლოა მო­სახ­ლე­ო­ბამ მათ რე­ლი­გი­უ­რი მსა­ხუ­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ში ხე­ლი შე­უ­შა­ლოს.  უკა­ნას­კნე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს უკ­ვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, რო­ცა მუს­ლიმ­თა ლოც­ვას ქრის­ტი­ა­ნე­ბი ხელს უშ­ლი­ან. ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნიგ­ვზი­ან­ში  მუს­ლიმ­თა მი­მართ აგ­რე­სი­ის ტალ­ღა ორი თვის წინ აგორ­და.

წყარო: http://www.tabula.ge/article-26542.html
ტაბულა © 2012


Similar posts

Comments are closed.

    There are no comments