თავისუფლების ინსტიტუტი • Liberty Institute » » ნიგ­ვზი­ან­ში მუს­ლი­მე­ბი მა­თი უფ­ლე­ბე­ბის კვლავ დარ­ღვე­ვას არ გა­მო­რიც­ხა­ვენ

ნიგ­ვზი­ან­ში მუს­ლი­მე­ბი მა­თი უფ­ლე­ბე­ბის კვლავ დარ­ღვე­ვას არ გა­მო­რიც­ხა­ვენ

Written by Administrator   // 11/11/2012   // Comments Off

სო­ფელ ნიგ­ვზი­ან­ში ამ დრო­ის­თვის სიმ­შვი­დეა, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მის, არ­ჩილ კა­ხი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც იმ სახ­ლში ცხოვ­რობს, სა­დაც სამ­ლოც­ვე­ლოა მოწ­ყო­ბი­ლი, სო­ფელ­ში ჯვა­რი შეკ­რეს და მის აღ­მარ­თვას მუს­ლიმ­თა ეზოს ჭიშ­კარ­თან აპი­რე­ბენ. მი­სი თქმით, 10-20 კა­ცი ქუ­ჩა­ში სულ მოძ­რა­ობს და ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კობს. თა­ვად ის გა­რეთ გას­ვლას და მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას ერი­დე­ბა. პა­რას­კევს, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტეტ­ში მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ გა­დაწ­ყდა, მუს­ლი­მებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, კვლავ ილო­ცონ სამ­ლოც­ვე­ლო­ში, თუმ­ცა მათ მე­ჩე­თი არ უნ­და აა­შე­ნონ. კა­ხი­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ არის, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის ეს შე­თან­ხმე­ბა რა­მეს ნიშ­ნავს. ის არ გა­მო­რიც­ხავს, რომ პა­რას­კევს, მუს­ლიმ­თა ტრა­დი­ცი­უ­ლი ლოც­ვის აღ­სრუ­ლე­ბი­სას, მა­თი უფ­ლე­ბე­ბი კვლავ ხელ­ყონ. ტა­ბუ­ლას­თან სა­უ­ბარ­ში კა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ის პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თავს. „ჩე­მი და ჩე­მი შვი­ლე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამას ვე­რა­ნა­ირ კე­თილ­მე­ზობ­ლო­ბას ვერ შევ­წი­რავ“, – ამ­ბობს კა­ხი­ძე.

წყარო: http://www.tabula.ge/article-26108.html
ტაბულა © 2012

 

 


Similar posts

Comments are closed.

    There are no comments